onlain sesxebi - ყველა

კონორ მაკგრეგორის 7 ციტატა მიღწევებსა და ფულზე

კონორ მაკგრეგორის 7 ციტატა მიღწევებსა და ფულზე

  • თქვენ ყოველთვის გესმით: "ეს დაუჯერებელია, ის დაუჯერებელია". მაგრამ მე დავიჯერე. ამიტომაც ვარ დღეს აქ.

  • თუ გეუბნებიან, რომ "ეს ზედმეტია" - ესე იგი, სწორი მიმართულებით მიდიხარ.

  • თუ შენი ოცნება არ გაშინებს, ესე იგი, არასაკმარისად დიდებულია. ასე რომ იოცნებე ისე თამამად, რამდენადაც შესაძლებელია.

  • მე არასოდეს ვაგებ. ან ვიგებ, ან რაიმე ახალს ვსწავლობ.

  • როდის გავხდები მილიარდერი? მადლობა კითხვისთვის. 35 წლისას. დიახ, ვფიქრობ, 35-ისას. (ახლა კონორი 30-ისაა).

  • წარმატების გასაღებია - ორგანიზაცია. გზა მილიარდამდე - ორგანიზაცია. თუ წარმატებულ ადამიანებს შევხედავთ, ნამდვილად წარმატებულებს, ისინი ორგანიზებულნი არიან, ყველაფერი თავის ადგილზეა: ისინი იღვიძებენ განსაზღვრულ დროს, მიირთმევენ განსაზღვრულ დროს, ვარჯიშობენ განსაზღვრულ დროს, ყველაფერ დანარჩენს თავისი დრო აქვს.

  • მჯერა, რომ ყველა თავის სიტუაციას აკონტროლებს. სხვისი დადანაშაულება არასწორი საქციელია. იმის მაგივრად, რომ ენერგია სხვის დადანაშაულებაში დახარჯო, გაიგე, რისი გაკეთება შეგიძლია, და გააკეთე იგი, თანაც კარგად და მდგომარეობაც გამოსწორდება.

წყარო: sravni.ru