onlain sesxebi - ყველა

საინტერესო ფაქტები ფინანსების სამყაროდან

საინტერესო ფაქტები ფინანსების სამყაროდან


შუა საუკუნეებში ბევრ რაინდს იშვიათად თუ ექნებოდა თან ფული, რადგან ძარცვასა და ქურდობას უფრთხოდა. სამაგიეროდ ყველა მათგანს გააჩნდა საკუთარი ბეჭედი. რომელმე დუქანში დარჩენის შემდეგ რაინდი უტოვებდა თავის ბეჭედს დოკუმენტზე, მედუქნე კი ამ დოკუმენტით კლიენტის მშობლიურ ციხესიმაგრეში კუთვნილ ფულს იღებდა.

ძველ ჩინეთში ყველა დაჭერილ დამნაშავეს, რომელიც ცდილობდა საიმპერატორო ვალუტა გაეყალბებინა, სახალხოდ აცლიდნენ გულს. მაგრამ ყველაზე მეტი გამყალბებელი დაიჭირეს ინგლისში - კონკრეტულად 1816 წელს 314 ბრიტანელი ჩამოახრჩვეს ყალბი მონეტებისა და ბანკნოტების გავრცელებისთვის.

ჟურნალი Forbes-ის ჩატარებული კვლევის მიხედვით ყველაზე მდიდარ ადამიანთა შორის საშუალო ასაკი 60 წელია.

ინფლაციის ზრდის აბსოლუტური მსოფლიო რეკორდი 2008 წელს ზიმბაბვემ დაამყარა. ამ წელს ქვეყანაში ინფლაციის ზრდამ შოკისმომგვრელ 231,5 მილიონ %-ს მიაღწია.

აშშ-ს უპირველესი ქაღალდის კუპიურები პირდაპირი მნიშვნელობით კუსტარულად იბეჭდებოდა 6 ადამიანის მიერ ერთ სხვენში. ეს სამოქალაქო ომის დროს ხდებოდა.