onlain sesxebi - ყველა

საიდან აქვს ქუდს პომპონი

საიდან აქვს ქუდს პომპონი

ზამთრის დადგომასთან ერთად მოქალაქეების მორთულობას ემატება ყველანაირი ფერისა და ფორმის ქუდი. ბეწვის, ტყავის, მატერიული, და, რა თქმა უნდა, პომპონიანი.

პომპონი (ფრ. pompe - "დიდებულება") - ესაა ქუდის მორთულობა ძაფებისგან დამზადებული ბურთის სახით. ხანდახან მას უწოდებენ პუმპონს, ბუმბონს, ბუბონს, მაგრამ ყველა ეს ვერსია არასწორია. თუმცა, მთავარი ისაა, საიდან გაჩნდა იგი ქუდებზე.

პომპონი სამხედრო ფორმის ძალიან პოპულარული მოსართავი იყო. მაგალითად, მე-18 საუკუნის რუსული არმიის სამხედრო ფორმაში იგი გარჩევის ერთ-ერთ ნიშნად ითვლებოდა. მათი ფერის მიხედვით განარჩევდით ოფიცერს ჩეულებრივი ჯარისკაცისაგან. ჯარისკაცებს ერთფეროვანი პომპონები ჰქონდათ, ოფიცრებს კი - ორფეროვანი.

აი ფრანგი მეზღვაურები კი პომპონებს თავიანთ ქუდებზე სულ სხვა მიზნით იყენებდნენ. ადრე გემებში საკმაო სივიწროვე და დაბალი წერი იყო, პომპონი კი წამოდგომისას მეზღაურის თავს ჭერზე მირტყმისაგან იცავდა. ახლა ეს სივიწროვე გაქრა, პომპონი კი მათ საზღვაო ფორმებზე დღემდე შემორჩა.

წყარო: i-fakt.ru