onlain sesxebi - ყველა

ფაქტები ფულზე

ფაქტები ფულზე

1. გერმანიამ მხოლოდ 2010 წელს დაასრულა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ვერსალის ხელშეკრულებით მასზე დაკისრებული სამხედრო რეპარაციის გადახდა.

2. ჯერ კიდევ რამდენიმე საუკუნის წინ არც ერთ სახელმწიფოში ძირითადი ფულის ერთეული არ უდრიდა 100 მონეტას. მსოფლიოში პირველი დეციმალიზაცია ჩაატარა რუსეთმა - 1704 წელს რუბლი 100 კაპიკს გაუტოლდა.

3. მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ ბანკნოტად მიიჩნევა 500-ევროიანი კუპიურა. ამის გამო გასულ წელს მისი გამოშვება თითქმის 2-ჯერ გაიზარდა.

4. აშშ-ში ყველაზე ხმარებადი კუპიურებია 1 და 20 დოლარი, სხვა ქვეყნებში კი, მათ შორის ჩვენთანაც, - 100 დოლარი.

5. 1999 წელს რუმინეთმა ბრუნვაში ჩაუშვა პირველი პოლიმერული ბანკნოტი, 2000 ლეის ღირებულებით. იგი მიეძღვნა 1999 წლის მზის დაბნელებას. ბანკნოტზე გამოსახულია რუმინეთის რუკა, სადაც აღნიშნულია ადგილები, რომლებშიც დაბნელება 100%-იანი იყო. მოცემულ მომენტში პოლიმერული პლასტიკისაგან დამზადებულ ბანკნოტებს იყენებენ ავსტრალიაში, ბრაზილიაში, ბრუნეიში, დასავლეთ სამოაში, მალაიზიაში, ახალ ზელანდიაში, პაპუა ახალ გვინეაში, რუმინეთსა და ტაილანდში.

6. ერთ დროს ფულის სახით ტყავსაც იყენებდნენ. ეს არც ისე ადრე იყო: ალასკაზე რუსულ-ამერიკული კომპანიაში დაფიქსირებულია ტყავის ვარიანტები, გამოშვებული 1816, 1826, 1834 წლებში. მას იგივე ფასი ჰქონდა, რამდენიც მის წონა ოქროს.