onlain sesxebi - ყველა

ცნობილი კერძები, რომელთა რეცეპტები შემთხვევით გაჩნდა

ცნობილი კერძები, რომელთა რეცეპტები შემთხვევით გაჩნდა


ერთხელ დუქანში შევიდა ძალიან ღარიბი ფრანგი, რომელსაც სადილისთვისაც კი არ შეეძლო ფულის გადახდა. ის უფასოდ ასადილეს, სამაგიეროდ კი მეპატრონეებს კოტლეტის მომზადების რეცეპტი მისცა.

აი მზარეულ ჯორჯ კრუმს ქალაქ სარატოგა-სპრინგსიდან საერთოდ არაფრის გამოგონება სურდა, უბრალოდ მილიონერი კორნელიუს ვანდერბილტის გაბრაზება გადაწყვიტა. მან თქვა, რომ შემწვარი კარტოფილი ზედმეტად სქლად იყო დაჭრილი. კრუმმა იგი ისე წვრილად დაჭრა, როგორც შეეძლო, და კარგადაც დაამარილა. შურისძიება ჩავარდა: ვანდერბილტი აღფრთოვანებული დარჩა. მზარეულმა კრუმმა კი ჩიფსი თავისი რესტორნის საფირმო კერძად აქცია.

ნაყინი კონუსში ასევე შემთხვევით გაჩნდა. 1904 წელს სირიელი ემიგრანტი ერნესტ ჰამვი სენტ-ლუისში ყიდდა ხრაშუნა დესერტს, ზალაბიას, რომელიც ვაფლს მოგვაგონებდა. მეზობელ დახლში კი ნაყინს ყიდდნენ. მყიდველი იმდენი იყო, თეფში აღარ დარჩა, ჭურჭლის სახით კი ჰამვიმ გამყიდველს ზალაბია შესთავაზა. იგი კონუსებად შეახვიეს და ნაყინით გაავსეს. ამ გემრიელობამ მალე გაითქვა სახელი, სირიელმა კი თავისი გამოგონება დააპატენტა.

ოდესმე გიცდიათ გამოქვაბულში რამდენიმე კვირის ნადები ყველი? სწორედ ასე გაჩნდა ცნობილი ხავსიანი ყველი. ახალგაზრდა მწყემსმა თავი გამოქვაბულს შეაფარა, სადაც წასახემსებელი ყველი დატოვა და მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ დაბრუნდა. აღარ ეგონა, რომ რაიმე იქნებოდა დარჩენილი ყველისაგან, მაგრამ მაინც გარისკა და ხავსიან რძის პროდუქტს პატარა ნაჭერი მოაკბიჩა. ის გაოცდა, როცა ეს არაჩვეულებრივი გემო შეიცნო. სწორედ ასე გაჩნდა ცნობილი ყველი როკფორი.

წყარო: i-fakt.ru