onlain sesxebi - ყველა

როგორ მოვაგვაროთ ფინანსური კონფლიქტები მეორე ნახევართან

როგორ მოვაგვაროთ ფინანსური კონფლიქტები მეორე ნახევართან


თქვენ სხვადასხვაგვარად უყურებთ ფულს
ერთ-ერთი თქვენგანი შეძლებულ ოჯახში გაიზარდა და არასოდეს უგრძნვია ფულის საჭიროება, მეორეს კი ბავშვობიდან ახსოვს, რას ნიშნავს ხელფასამდე წიწიბურაზე ჯდობა. ახლა კი საკმარისს შოულობთ და ზედმეტსაც კი. სანამ თქვენი მეორე ნახევარი მშვიდად ხარჯავს ფულს ყოველ შემხვედრ არასაჭირო ნივთზე, თქვენ ბრაზით ივსებით, ამ ფულის დაზოგვა ხომ შეიძლება.

ამ შემთხვევაში უნდა შეადგინოთ ბიუჯეტი. აქ დააფიქსირებთ ყველა აუცილებელ ხარჯს და დანაზოგსაც კი, რაც ერთ-ერთ თქვენგანს მოარჯულებს. მეორე კი სინდისის ქენჯნის გარეშე გააგრძელებს ხარჯვას იმ ფულისა, რომელსაც სასიამოვნო საყიდლებისთვის გამოყოფთ.

თქვენი მეორე ნახევარი ბევრს ხარჯავს
თქვენ დაახლოებით ერთნაირად შოულობთ ფულს, მაგრამ ხელფასამდე ერთი კვირით ადრე თქვენ ჯერ კიდევ გაქვთ ფული, პარტნიორს კი აღარაფერი.

სიტუაციებს შორის, როცა თქვენი პარტნიორი გამფლანგველია და როცა მხოლოდ თქვენ გგონიათ, რომ იგი ზედმეტს ხარჯავს, პრინციპული განსხვავებაა. მათ გასარჩევად დაგეხმარებათ ხარჯების აღწერა. ჩაიწერეთ თითოეული თქვენგანის ხარჯი, მინიმუმ ერთი თვის.

შედეგად გაირკვევა, ვინ რამდენს ხარჯავს და რაში. საბოლოოდ დარწმუნდებით, რომ თქვენი პარტნიორი ან მართლაც მფლანგველია, ან აღმოჩნდება, რომ უბრალოდ გეჩვენებოდათ.

წყარო: lifehacker.ru