onlain sesxebi - ყველა

საინტერესო ფაქტები პტოლემეს ცხოვრებიდან

საინტერესო ფაქტები პტოლემეს ცხოვრებიდან

კლავდიოს პტოლემე ალექსანდრიაში ჩვენი წელთაღრიცხვით 150 წელს ცხოვრობდა. ეს დიდებული მეცნიერი ძველად მრავალმხრივ განსწავლული იყო და დიდი გავლენა მოახდინა მრავალი მეცნიერების განვითარებაზე. მას რამდენიმე დიდი დამსახურება აქვს სხვადასხვა სფეროში:

1. ასტრონომია: პტოლემეს ალმაგესტი - ძველი ასტრონომიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნამუშევარი. მასში აღწერილია სამყაროს გეოცენტრული მოდელი. აღწერილია მზის, მთვარის მოძრაობა დედამიწის გარშემო. ის ასევე შეიცავს ვარსკვლავების კატალოგს სიკაშკაშის მიხედვით ლოგარითმულ შკალაზე. ნამუშევარი 13 ტომად გამოიცა.

2. გეოგრაფია: პტოლემემ აღწერა იმდროინდელი მსოფლიო გეოგრაფია საკუთარ წიგნში სახელად "გეოგრაფია". პტოლემეს რუკის მონაცემები მოიცავდა კანარის კუნძულებიდან ჩინეთამდე 180 გრადუსს განედისა და 80 გრადუსს გრძედისა არქტიკიდან ოსტ-ინდოეთამდე.

3. ასტროლოგია:პტოლემეს ტრაქტატი ასტროლოგიაზე ცნობილია როგორც "ტეტრობიბლია". წიგნმა უდიდესი როლი ითამაშა ასტროლოგიის პრაქტიკულ განვითარებაში. პტოლემემ უარი თქვა მეთოდებზე, რომლებსაც არ ჰქონდათ ლოგიკური საფუძველი და ასევე მიიჩნევდა, რომ ასტროლოგია არ არის აბსოლუტურად სანდო მეცნიერება. ამ ტრაქტატში ოთხი წიგნი იყო.

წყარო: i-fakt.ru