onlain sesxebi - ყველა

ფრაზები, რომლებიც ფულს აშინებს

ფრაზები, რომლებიც ფულს აშინებს

1. რისთვის ვიკითხო ამხელა ხელშეკრულება, ყველა ერთნაირია. ხელს ვაწერ!
ყოველი ხელშეკრულების თითოეული ასოს წაკითხვა უფრო სასარგებლო ჩვევაც კია, ვიდრე კბილების გახეხვა. რადგან, თუ ერთხელ დააიგნორებთ კბილის ჯაგრისს, არაფერი მოხდება. აი ერთი არწაკითხული ხელშეკრულება და შეიძლება ჯაგრისის ფულიც აღარ დაგრჩეთ. ყოველ ხელშეკრულებას დიდი პასუხისმგებლობით მოეპყარით და ისე მოაწერეთ ხელი!

2. სულ რაღაც 5 ლარი, განა ეს ფულია?
თავად 5 ლარი მართლაც ისეტი არაფერია, რომ დიდი გავლენა მოახდინოს თქვენს ბიუჯეტზე. მაგრამ თუ ამ ფრაზას ერთ თვეზე ხშირად იყენებთ, უნდა დაფიქრდეთ საკუთარ მიდგომაზე ფინანსების მიმართ.

3. რა საქორწინო კონტრაქტი? ჩვენ ხომ ერთმანეთი გვიყვარს!
დღეს სიყვარლი გაქვთ და ერთმანეთის სურვილებს ფაქიზად ეპყრობით, მაგრამ განშორებისას ყველაფერი იცვლება. ამიტომ, თუ ქორწინების პერიოდში რაიმე დანაზოგის მოგროვება მოასწარით, შეიძლება დაკარგოთ. აუცილებლად გააფორმეთ საქორწინო ხელშეკრულება.

ბოლოსდაბოლოს, თუ გიყვართ, ამ სტადიაზე კარგად გამოჩნდება, რამდენად სამართლიანი ხართ ქონების გაყოფისას და როგორ ითვალისწინებთ ერთმანეთის ინტერესებს. საქორწინო ხელშეკრულება დაგიცავთ ფულის დაკარგვისა და არასწორი პარტნიორის არჩევისგან.

4. კრედიტი ორი წლით? სამაგიეროდ ახალ iPhone-ს ახლავე მივიღებ
კრედიტი სასარგებლო ინსტრუმენტია, თუ გონივრულად გამოიყენებთ. მაგალითად, თქვენ გაგიფუჭდათ მაცივარი. ის ახლავე გწირდებათ, თორემ არავინ იცის რისი ჭამა მოგიწევთ. ამ დროს კრედიტი, თუ ფული არ გაქვთ, გამართლებულია. ტელეფონის უკანასკნელი მოდელი კი არ მიეკუთვნება ადამიანის სიცოცხლისათვის საჭირო ნივთების სიას, მით უმეტეს, მაშინ, როცა თქვენი ჯიბე ცარიელია.

5. ჩვენ ხომ მეგობრები ვართ, ანგარიში მომიტანეთ, ყველას მე ვუხდი
რაც კარგია ჰოლივუდურ ფილმებში, ყოველთვის არ მუშაობს რეალურ ცხოვრებაში. ბარში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, თქვენს თავს მაგარ ტიპად მიიჩნევთ და ზედმეტად ხელგაშლილი ხდებით, მომდევნო დილას კი იმავე მეგობრებს ფულს სთხოვთ. საკუთარი სურვილები რეალობასთან შეათავსეთ, სანამ ხელგაშლილობას წარმოაჩენდეთ.

წყარო: lifehacker.ru