onlain sesxebi - ყველა

საინტერესო ფაქტები ნათურის გამოგონებაზე

საინტერესო ფაქტები ნათურის გამოგონებაზე


დღეს ჩვენ ვხედავთ ნათურას, რომლის განვითარებაში უამრავმა ადამიანმა შეიტანა წვლილი. მიიჩნევა ნათურის პირველ გამომგონებლად რუსი ალექსანდრე ლოდიგინი. ძაფის სახით ის იყენებდა ნახშირის ჩხირს, მოთავსებულს ვაკუუმურ ჭურჭელში. 1874 წლის 11 ივლისს მან პატენტიც მიიღო.

1875 წელს ვასილი დიდრიჰსონმა სრულყო ლოდიგინის ნათურა და გაახანგრძლივა მისი მსახურების დრო, რამდენიმე ძაფის დამატებითა და ნათურაში ჰაერის გამშვები სისტემის დახვეწით.

ამერიკელმა გამომგონებელმა თომას ედისონმა იცოდა ლოდიგინის ამ გამოგონების შესახებ და პარალელურად თავად აწარმოებდა კვლევებს ამ სფეროში. 1879 წელს მან დააპატენტა ნათურა პლატინის ძაფით, მაგრამ იგი ზედმეტად ძვირი გამოდგა. 1880 წელს ის დაუბრუნდა ნახშირს და 40 საათიანი ნათურა შექმნა. მან მასობრივი წარმოება დაიწყო და თითო ნათურის ფასი 2,5 დოლარამდე ჩამოიყვანა.

1906 წელს ლოდიგინმა კომპანია General Electric-ს ვოლფრამის ძაფზე მიჰყიდა პატენტი. ძაფის სწრაფი გადაწვის პრობლემა მოაგვარა მაერიკელმა მეცნიერმა ირვინგ ლენგმიურმა, რომელიც 1909 წლიდან ფირმა "General Electric-ში" მუშაობდა. მან ნათურა არგონით აავსო, რამაც მისი მუშაობის ხანგრძლივობა და სინათლე გაზარდა.

1910 წელს ვილიამ დევიდ კულიჯმა გამოიგონა ვოლფრამის ძაფის წარმოების უკეთესი მეთოდი. ნელ-ნელა ასეთმა ნათურებმა ყველა სხვა ტიპის წარმოება განდევნა ბაზარიდან. უნდა აღინიშნოს, რომ ნათურის გამოგონების შემდეგ ადამიანებს ახლა 20%-ით ნაკლები დრო სძინავთ.

წყარო: i-fakt.ru