onlain sesxebi - ყველა

კითხვები, რომლებიც ცხოვრებას შეგიცვლით

კითხვები, რომლებიც ცხოვრებას შეგიცვლით


1. ვისთან ერთად ვატარებ დროს?
თუ ბავშვი მეგობრობს თანატოლებთან, რომლებიც არაფრისკენ ისწრაფიან, მივიჩნევთ, რომ თავადაც ვერაფერს მიაღწევს ცხოვრებაში. მაგრამ რატომღაც არ ვითვალისწინებთ, რომ ეს დიდებზეც ვრცელდება. თუ თქვენი მეგობრები ითმენენ საძულველ სამსახურს ან ცხოვრების არაჯანმრთელ წესს მიჰყვებიან, თქვენც, დიდი ალბათობით, მსგავს გადაწყვეტილებებს მიიღებთ. იფიქრეთ თქვენს მეგობრებსა და კოლეგებზე: ისინი შთაგაგონებენ და მხარს გიჭერენ თუ პირიქით, ქვემოთ გექაჩებიან?

2. როგორ გამოიყურება ჩემი იდეალური დღე?
ამის უცოდინარი, თქვენ უბრალოდ ვერ შეძლებთ გრაფიკის აწყობას ისე, რომ კომფორტულად იგრძნოთ თავი. გაიხსენეთ ცხოვრების ყველაზე სასიამოვნო დღეები. რას აკეთებდით? იდეალში თქვენი სამსახური, პირადი ცხოვრება და სახლი უნდა გეხმარებოდეთ რაც შეიძლება მეტი დღის ასე გატარებაში.

3. რას ვტოვებ, როცა დროს განგაშსა და შიშზე ვხარჯავ?
სხვადასხვა ცხოვრებისეული პრობლემა ჩვენში იწვევს სევდას, განგაშსა და შიშებს. ამ პრობლემის თავიდან არიდების ერთადერთი საშუალება მსგავსი ფიქრების კონტროლირებაა. ამიტომაც, როცა შემდეგში ნეგატიურ ემოციებს შეამჩნევთ, შეახსენეთ საკუთარ თავს ის, თუ რამხელა ფასს იხდით მათში. ყურადღების გაფანტვისას ხომ რაღაც მნიშვნელოვანი შეიძლება გამოტოვოთ.

4. ვაკეთებ ჩემს საქმეს?
და იცით, საერთოდ, რა საქმეა ეს? შეიძლება ხელაუღებლად იმუშაოთ, გამოფიტვამდე, და მაინც არ შეასრულოთ თქვენი საქმე. ხშირად ვიძირებით მცირე საქმეებში, ვკავდებით სხვისი სამსახურით ან უბრალოდ ყველაფერს გვერდზე ვდებთ. ყველაფერი ეს საქმიანობის შეგრძნებას ქმნის, თუმცა არ გვაახლოებს იმასთან, რაც გვჭირდება.

5. რა არის ჩემთვის უმნიშვნელოვანესი?
თუ არ იცით, რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი, ვერ გეცოდინებათ, უთმობთ თუ არა მას საკმარის დროსა და ძალას. რაც უნდა იყოს ეს - ოჯახი, ფული, სამსახური, - თქვენ უნდა იცოდეთ და მიიღოთ იგი. მხოლოდ მაშინ შეწყვეტთ საკუთარი თავის შედარებას სხვა პრიორიტეტების მქონე ადამიანებთან. მაშინ შეწყვეტთ რბოლას "წარმატებისთვის" და მიაღწევთ სიმშვიდეს, რომელსაც სენეკა უწოდებდა "დარწმუნებულობას იმაში, რომ სწორ გზაზე მიდიხართ და თქვენს წინ დატოვებული ნაფეხურების დანახვაზე არ უხვევთ".

წყარო: lifehacker.ru