onlain sesxebi - ყველა

საინტერესო ფაქტები საკანცელარიო ნივთებზე

საინტერესო ფაქტები საკანცელარიო ნივთებზე


გერმანულ ქალაქ შტაინში ძეგლი უდგას ფანქრების სათლელს. ადგილიც მონუმენტისათვის შემთხვევით არ შეურჩევიათ - აქ 1761 წელს დაარსდა ფირმა Faber-Castell, რომელიც ჩვენს დროშიც კი ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერია საკანცელარიო ნივთების წარმოებაში.

სწორედ ეს ფირმა აწარმოებს ყველაზე ძვირ ფანქრებს. ამ სერიის სახელწოდებაა - Perfect Pencl, რაც "იდეალურ ფანქარს" ნიშნავს. ყოველი ასეთი საკანცელარიო ნივთი დამზადებულია ზეთისხილის ხისგან, რომლის ასაკი 240 წელია. დამაგრძელებელი და წვერის ბოლო კი ოქროსგანაა დამზადებული. ყოველი ფანქარი 3 ბრილიანტითაა მოჭედილი. თითოეული ნაწარმის ფასი 12 000 დოლარზე მეტს აღწევს.

1858 წელს ამერიკელმა ჰაიმან ლიპმანმა გააუმჯობესა ინგლისელი ჯოზეფ პრისტლის გამოგონება - საშლელი და იგი ფანქარს მიამაგრა. ასე ფანქარიც და საშლელიც ყოველთვის ერთ ხელში გვაქვს.

ძველი საწერი საშუალება, ფრინველის ბუმბული, დღეს ბურთულიანმა კალამმა შეცვალა. რომელიც, სხვათა შორის, არა მარტო სასარგებლო, არამედ საშიშიცაა - ყოველწლიურად 100-მდე ადამიანი იღუპება კალმის თავსახურის გადაცდომისგან.

1776 წელს შეერთებულმა შტატებმა დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ამ მოვლენის სამახსოვროდ კომპანია Visconti-მ დაამზადა ავტოკალმების სპეციალური პარტია, რომელზეც დატანილია დამოუკიდებლობის დეკლარაციის ტექსტი. შრიფტი იმდენად მცირეა, რომ მისი წაკითხვა თითქმის შეუძლებელია შეუიარაღებელი თვალით. ამიტომ მწარმოებელმა კომპლექტში გამადიდებელი შუშაც დაამატა.

წყარო: i-fakt.ru