onlain sesxebi - ყველა

რატომ ვართ მუდამ უკმაყოფილონი ჩვენი თავით

რატომ ვართ მუდამ უკმაყოფილონი ჩვენი თავით

ჩვენ დღე-ღამეში 16 საათი ვფხიზლობთ, მაგრამ აწმყოში ბევრად ნაკლებ დროს ვატარებთ. დროის უმეტეს ნაწილში საკუთარ მეხსიერებაში დავხეტიალობთ და ვაიგნორებთ არსებულ სამყაროს. მუდამ ვმოგზაურობთ წარსულში და მივფრინავთ მომავალში.

ერთ-ერთი კვლევის შედეგად შედგა ფიქრების დიაგრამა, სადაც 49% ეჭირა მოგონებებსა და მომავალზე ფიქრს.

ჩვენი მუდმივი უკმაყოფილების წყაროც ყველა ეს აბსტრაქციაა, რომელიც ამჟამინდელი სამყაროს იგნორირებას გვაიძულებს.

ყოველწამს შინაგან ხმას ვუსმენთ. ის შეიძლება გვართობდეს სასიამოვნო მოგონებებითა და ოცნებებით, მაგრამ უფრო ხშირად იწვევს სტრესსა და შიშს, იგონებს წარმოსახვით საფრთხეებს. იმავდროულად, სინამდვილეში, ერთადერთი, რაც იმ მომენტში არსებობს, - ეს გარემოა და იგი აწმყოა.

არ არსებობს არაფერი, გარდა არსებული მომენტისა, და ეს მომენტი უკმაყოფილებას ბევრად იშვიათად იწვევს, ვიდრე საკუთარი ფიქრები. თუ ამ იდეას ბოლომდე მივიყვანთ, მივალთ იქამდე, რომ არ არსებობს სიკვდილიც კი. მეოცე საუკუნის გამოჩენილი ფილოსოფოსი ლუდვიგ ვიტგენშტაინი მიიჩნევდა, რომ ნამდვილი, საგრძნობი სიკვდილი სიცოცხლეში არასოდეს მოხდება, ესე იგი, ბევრი ჩვენი შიში და შფოთი, გამოწვეული სიკვდილის შიშით, უსაფუძვლოა.

რატომ ვიძირებით ფიქრებში
როცა ადამიანი საკუთარ თავში იძირება, აქტივირდება ტვინის მუშაობის პასიური რეჟიმის ქსელი. როცა რაიმეზე ვკონცენტრირდებით, ამ ქსელის აქტიურობა მცირდება, როცა ფოკუსს ვკარგავთ - იზრდება, ჩვენ კი რეალობიდან საკუთარ ფიქრებში მივცურავთ.

ამ ქსელის მუშაობის შედეგად ჩვენ ვიხსენებთ წარსულის მოვლენებს და წარმოვიდგენთ, რა შეიძლება მოხდეს მომავალში, ვაფორმირებთ საკუთარ თავთან დამოკიდებულებას და ვიყენებთ საკუთარ ემოციებს. ამ სისტემითვე ვვარაუდობთ, რა წარმოდგენა აქვთ ჩვენზე ადამიანებს.

როგორ ვიარსებოთ არსებულ მომენტში
კვლევამ აჩვენა, რომ ტვინის მუშაობის პასიური რეჟიმის ქსელის აქტიურობას მედიტაცია ამცირებს. ამავდროულად, ეფეექტი შესამჩნევია როგორც მედიტაციისას, ასევე პრაქტიკის შემდეგაც.

გარდა იმისა, რომ მედიტაცია აუმჯობესებს ყურადღებას და სამუშაო მეხსიერებას, აძლიერებს კეთილდღეობის შეგრძნებას და ეხმარება დეპრესიასთან ბრძოლაში, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ეს ეფექტები პასიური ქსელის მუშაობას საგრძნობლად ამცირებს.

როგორც კი გამორთავთ შინაგან მოლაქლაქესა და მომენტს შეიგრძნობთ, იწყებთ ბევრი ახალი რამის შემჩნევას: როგორი საინტერესო ხმის ტემბრი აქვს თქვენს მეგობარს, როგორ უნდა დავალაგოთ ჭურჭელი, რათა იგი კარადიდან არ გადმოიყაროს, როგორი საოცარი ფერი აქვს შემოდგომის ფოთლებს და ა.შ.

ჩვენ სინამდვილეში გვაქვს ყველაფერი, რაც ნამდვილად გვინდა. თუმცა მას წარსულსა და მომავალში გაქცეულნი ვეძებთ.

წყარო: lifehacker.ru