onlain sesxebi - ყველა

საინტერესო ფაქტები ორშაბათზე

საინტერესო ფაქტები ორშაბათზე

რატომ უწოდებენ ორშაბათს მძიმე დღეს? ბევრი ფსიქოლოგი ამას უზრუნველი დასვენების დღეებიდან ახალი შრომატევადი კვირის დაწყების სიძნელეს მიაწერს. სხვათა შორის, იგივე ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ თუ გაქვთ საყვარელი სამსახური, რომელზეც სიამოვნებით მიდიხართ, ორშაბათი სხვა დღეებისგან არაფრით განსხვავდება.

და საერთოდ რატომ ჰქვია ორშაბათს ასე? აქ ფსიქოლოგები ვეღარ დაგვეხმარებიან. ქართულში მისი მნიშვნელობაა "მეორე დღე", რაც ძველი იუდეიდან მომდინარეობს. ძველ კულტურებში ეს დღე მთვარეს, ძველქართულადაც მაც "მთოვარისა" ეწოდებოდა.

ცნობილი ფეხბურთელი მაიკლ კოჯო ესიენი, მონაწილე ისეთი კლუბებისა, როგორიცაა "ჩელსი", "რეალი" და "მილანი", დაიბადა აფრიკულ სახელმწიფო განაში. და იგი სწორედ ორშაბათს მოევლინა ამ ქვეყანას. განაში კი ამას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და საკმაოდ ხშირად უმატებენ ადამიანის სახელს სახელწოდებას დღისას, როდესაც ბავშვი დაიბადა. განურ ენაზე კი სიტყვა "კოჯო" ნიშნავს ორშაბათს.

ტაჯიკეთის დედაქალაქის, დუშანბეს, სახელწოდება სპარსულიდან ითარგმნება, როგორც სწორედ "ორშაბათი". რატომ მიიღო ქალაქმა ასეთი სახელწოდება? ყველაფერი მარტივადაა - მრავალი საუკუნის წინათ აქ მდებარეობდა დასახლებული პუნქტი, რომელსაც ეწოდებოდა დუშანბე-ბოზორ, რადგან აქ ორშაბათობით დიდი ბაზარი იმართებოდა.

ბრიტანელი მეცნიერები იუწყებიან, რომ ავტომობილის საყიდლად ყველაზე კარგი დღე ორშაბათია. გაყიდვების პიკი დასვენების დღეებში მიიღწევა, ორშაბათს კი მყიდველი ბევრად ცოტაა, გამყიდველებიც უფრო რბილები არიან და შესაძლოა ფასდაკლებაც გაგიკეთონ.

წყარო: i-fakt.ru