onlain sesxebi - ყველა

2,5 საათი კვირაში, რომელიც თქვენს სიცოცხლეს გაახანგრძლივებს

2,5 საათი კვირაში, რომელიც თქვენს სიცოცხლეს გაახანგრძლივებს

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ არაა აუცილებელი სპორტდარბაზში სიარული და მუდამ ვარჯიში, რათა გულის დაავადებებისა და ნაადრევად სიკვდილის რისკი შეამციროს.

როგორ და რამდენი უნდა იმოძრაოთ?
2003-2010 წლებში კანადელმა მეცნიერებმა ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კვლევა ჩაატარეს, რაც მოძრაობის სიკეთეს ეხება.

შვიდი წელი აგროვებდნენ მეცნიერები მონაცემებს ფიზიკურ აქტივობაზე, გულ-სისხძარღვთა დაავადებებზე და სიკვდილიანობის საერთო დონეზე. კვლევაში 130 000-ზე მეტი ადამიანი (35-70 წლის) მონაწილეობდა 17 ქვეყნიდან, ცხოვრების განსხვავებული დონით.

აღმოჩნდა, რომ ადამიანები, რომლებიც ფიზიკურად აქტიურები კვირაში 150 წუთს მაინც არიან, არიან ჯანმრთელები მათზე, ვინც ნაკლებს მოძრაობს. მოძრავ ადამიანებს ნაკლებად ემუქრებათ ინფარქტი, ინსულტი და სხვა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ასევე ნაკლები მაჩვენებლები აქვთ სხვა მიზეზთა გამო სიკვდილიანობაში.

კვირაში სულ რაღაც 2,5 საათი ფიზიკური აქტიურობისა ნაადრევად სიკვდილის რისკს ამცირებს 28%-ით, გულის დაავადებისას კი - 20%-ით.

რატომაა ჯდომა მავნებელი
მიუხედავად უამრავი ჩატარებული კვლევისა და მათი შედეგებისა ფიზიკური აქტივობის სასარგებლოობაზე, თანამედროვე ადამიანი სულ უფრო ნაკლებს მოძრაობს. უფრო ხშირად ვსარგებლობთ ავტომობილით, მეტ დროს ვატარებთ ეკრანთან და ნაკლებს დავდივართ.

სამოძრაოდ, გაგიმეორებთ, არაა აუცილებელი სპორტდარბაზებში სიარული და ფულის გადახდა. თუ სამსახურამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მიდიხართ, რამდენიმე გაჩერებით ადრე ჩამოდით. დასვენებებზე ეცადეთ გარეთ გახვიდეთ, წაიხემსოთ. გადაეჩვიეთ მაღაზიაში მანქანით სიარულს. არ გამოიყენოთ ლიფტი, ისარგებლეთ კიბით.

წყარო: lifehacker.ru