onlain sesxebi - ყველა

შავი ჭირის ექიმი - ბნელი მკურნალი ჩიტის კოსტუმში

შავი ჭირის ექიმი - ბნელი მკურნალი ჩიტის კოსტუმში

შავი ჭირის ექიმი ან ჭირის მკურნალი - ასე უწოდებდნენ შუა საუკუნეების ევროპაში ეპიდემიოლოგს, რომლის ძირითად მოვალეობად შავი ჭირის მკურნალობა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ჭირის მკურნალები საჭირო და აუნაზღაურებელ სამუშაოს ასრულებდნენ, ამავდროულად სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ იგდებდნენ, მაინც მხოლოდ შიში მოჰქონდათ ადგილობრივი მოსახლეობისთვის. მათთან შეხვედრა ნიშნავდა, რომ სადღაც ახლოს შავი ჭირი გაჩნდა.

ჭირის მკურნალის ცნობა დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა. ამას უზრუნველყოფდა მათი გამორჩეული სამოსი, რომელსაც თამამად ვუწოდებთ პირველ სამედიცინო უნიფორმას.

საქმე იმაშია, რომ იმდროინდელი ექიმები უკვე ვარაუდობდნენ, რომ ჭირით დაავადება ფიზიკური კონტაქტით, ტანსაცმლითა და საძინებლის თეთრეულით ხდებოდა. სწორედ ამ წარმოდგენებზე დაფუძნდა შუა საუკუნეების არაორდინარული - კოსტუმი ჭირის მკურნალთა.

მიიჩნეოდა, რომ ძველეგვიპტური ღვთაების იერსახეს სძენდა ნისკარტიანი ნიღაბი ექიმს, რაც დაავადებას აფრთხობდა. ასევე ნისკარტი ამოვსებული იყო მძაფრი სუნის მქონე სამკურნალო ბალახებით, რაც ექიმებს სასიკვდილო ჩასუნთქვისაგან იცავდა.

გრძელი ქუდი ექიმის სტატუსზე მიუთითებდა. გრძელი მოსასხამი და ტყავის ტანსაცმელი ინფიცირებულთან ფიზიკური კონტაქტისგან იცავდა მფლობელს. ჯოხით ისინი სხეულებს გადააადგილებდნენ და თავს იცავდნენ.

ისტორიაში ყველაზე ცნობილი ჭირის მკურნალი იყო მიშელ დე ნოსტრდამი (ფრ. Michel de Nostredame), უფრო მეტად ცნობილი, როგორც წინასწარმეტყველი ნოსტრადამუსი. მისი ოჯახი ერთ-ერთი ეპიდემიისას დაიღუპა, მან კი გადაწყვიტა დაავადების მოსპობის საშუალება მოენახა.

წყარო: i-fakt.ru