onlain sesxebi - ყველა

როგორ გავზარდოთ ბავშვი-ბილინგვი?

როგორ გავზარდოთ ბავშვი-ბილინგვი?


1. მეტი ისაუბრეთ
არ კმარა მხოლოდ სიტყვების გაგონება, უნდა იგებდე, რაზეა საუბარი. მულტფილმებისა და ფილმების უცხოურ ენაზე პასიურად ყურება ვერ მოიტანს შედეგს. საჭიროა დიალოგი, მხოლოდ მაშინ დავიწყებთ ფიქრს უცხოურ ენაზე.

დადგენილია, რომ სამ წელიწადში ბავშვმა 45 მილიონი სიტყვა მაინც უნდა გაიგონოს, რომ კარგად შეითვისოს ენა. ინფორმაციის ამხელა ნაკადს მართვა სჭირდება. უნდა არსებობდეს შეთავსება "მშობლიური ენა/უცხოური ენა", ანუ 50/50. რეალურ ცხოვრებაში 20-25% უცხოური საუბრებისა საკმარისია. თუ თავად არ იცით ენა, იპოვეთ ძიძა კარგი ენობრივი დონით ან სკოლა, ბაღი, სადაც ბავშვებს უცხოურ ენას შეასწავლიან.

2. ჩართეთ ბავშვი პროცესში
ბავშვები ძალიან ცნობისმოყვარეები არიან, ისინი ზედმეტად მგრძნობიარენი არიან ნებისმიერი ინფორმაციის მიმართ და ეს დადებითი მიზნებისთვის უნდა გამოიყენოთ. ყოველთვის გაითვალისწინეთ ბავშვის სურვილები და ინტერესები. რადგან თამაშისა და სხვა საყვარელი საქმიანობის დროს ენის შესწავლის პროცესი ბევრად სწრაფად მიმდინარეობს.

3. გამოიყენეთ მედია
ხანდახან მშობლები ზედმეტად კონსერვატიულად უდგებიან ენის შესწავლას - სასკოლო გაკვეთილები, რეპეტიტორი. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვისთვის საინტერესო იყოს და იგი სიამოვნებით მუშაობდეს. შეარჩიეთ სხვადასხვა წიგნები, ფილმები, პოდკასტები და ა.შ - ყველაფერი რაც დააინტერესებს მას.

4. არ დაკარგოთ დრო
ენის შეთვისება - ეს გრძელი პროცესია, რადგან იგი ბავშვის განვითარების ეტაპობრივ განვითარებას უკავშირდება. უცხოურ ენაზე თავისუფლად საუბრისთვის ბავშვს რამდენიმე წელი დასჭირდება. რაც უფრო ადრე დაიწყებთ შესწავლას, მით უკეთესია. თუ ეს სასკოლო ასაკამდე ვერ მოახერხეთ, არ გაწბილდეთ, აუცილებლად იპოვეთ ენის მატარებელი და უკვე რამდენიმე თვეში იხილეთ სასიხარულო შედეგი!

წყარო: lifehacker.ru