onlain sesxebi - ყველა

საინტერესო ფაქტები ფულზე

საინტერესო ფაქტები ფულზე


სანამ კაცობრიობა ფულს გამოიგონებდა, ადამიანები ერთმანეთს ნებისმიერ რამეს უხდიდნენ. მაგალითად, ბირმაში ფულს ცვლიდა მარილი, მეზოამერიკაში - კაკაოს მარცვლები. "ფულის ერთეულად" გამოიყენებოდა ასევე თამბაქო, მარცვლეული კულტურა და გამხმარი თევზი.

ფული ყოველთვის ქაღალდის არ ყოფილა. ძველ ჩინეთში მას ბამბით ამზადებდნენ. როცა მიხვდნენ, როგორ მალე იწურება ქაღალდი, რამდენიმე ქვეყანამ ბანკნოტების დამზადება პოლიმერული პლასტიკისაგან დაიწყო. პლასტიკურ ფულზე უკვე გადავიდა ტაილანდი, ავსტრალია და ბრაზილია.

ექსპერტების გამოთვლით, დღეს დედამიწაზე "მოგზაურობს" 700 მილიარდზე მეტი ამერიკული დოლარი. ამავდროულად კი თავად შტატებში ამ ფულის ნახევარია. დოლარის კუპიურები მსოფლიოს ყველა ბანკნოტს უსწრებს რაოდენობითა და გაყალბებით.

ბანკნოტის ყველაზე პოპულარული დასახელებაა - ფრანკი: ფრანგების გარდა თავიანთ ვალუტას ამ სახელს კიდევ 33 სახელმწიფოს მოქალაქეები უწოდებენ. მეორე ადგილზეა დოლარი, მიღებული 27 ქვეყანაში.

როგორ გავასამართლოთ პატიმრები, რომელთაც უკვე სამუდამო აქვთ მისჯილი? ამ კითხვას უბრალო პასუხი გასცეს პერუელმა მოსამართლეებმა, როცა ერთ-ერთ ადგილობრივ კოლონიაში აღმოაჩინეს ფულისგამყალბებელთა დაჯგუფება. საბოლოო ჯამში თითოეული პატიმრის სამუდამო სასჯელს "N" წელი დაემატა.

წყარო: kvn201.com.ua