onlain sesxebi - ყველა

როგორ შევარჩიოთ საუკეთესო ონლაინ სესხი?

როგორ შევარჩიოთ onlain sesxebi

არავინ დაობს, რომ დღეს ნამდვილად ბევრი შემოთვაზება გვაქვს, როდესაც ფულის სწრაფად სესხება დაგვჭირდება. არ არსებობს ორი ერთნაირი სესხი! ყველა ონლაინ კრედიტი განსხვავადება სხვადასხვა მნიშვნელოვანი თუ ნაკლებ ყუდარსაღები ფაქტორების მიხედვით. და მაინც, როგორც შევარჩიოთ ჩვენთვის საუკეთესო, ჩვენს პირობებს მაქსიმალურად შესაფერისი ინტერნეტ სესხი? რა ეტაპები უნდა გავიაროთ?
ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, გთავაზობთ, ონლაინ სესხების მაქსიმალურად ეფქტურად შერჩევისთვის საჭირო ერთ-ერთ სქემას:


1)მსესხებლის ასაკი

ასაკი

თუ მსესხებლის ასაკი შესაბამისობაში არ მოდის კომპანიის მიერ განსაზღვრულ ასაკობრივ ზღვართან, მაშინ განაცხადის შევსებას აზრი არ აქვს. ის უბრალოდ არ განიხილება და თქვენ კი დროს დაკარგავთ. შეგახსენებთ, რომ საქართველოში, ძირითადად, ონლაინ სესხები გაიცემა 21-დან 64 წლამდე ასაკის პირებზე.


2)პირველი სესხის ლიმიტები

ლიმიტი

იმის შემდეგ, რაც გავფილტრავთ ჩვენი ასაკის შესაბამის ონლაინ კრედიტებს, დროა შევარჩიოთ მხოლოდ ის სესხები, რომელთა დახმარებითაც ვისესხებთ პირველივე ჯერზე საჭირო თანხას. როგროც წესი, პირველივე ჯერზე 3000 ლარამდეა შესაძლებელი სესხება. აუცილებელია, ზუსტად ვიცოდეთ რამდენი გვჭირდება. შესაძლოა, კომპანია უფრო მეტს გვთავაზობდეს, თუმცა ჩვენ აუცილებლად უნდა ვისესხოთ ზუსტად იმდენი, რამდენის სესხებაც თავიდანვე გვქონდა გადაწყვეტილი.


3)პერიოდი

პერიოდი

მას შემდეგ, რაც შემოთავაზებული ვარიანტები უვკე 2 ფილტრით გადავარჩიეთ (ასაკი და ლიმიტები), დროა, კიდევ უფრო შევამციროთ სია. სორტირების შემდეგი პარამეტრი სესხების პერიოდია. როგორც წესი, მოკლევადიანი სესხების მეშვეობით შედარებით დიდ თანხებს ვერ ვისესხებთ, საშუალოდ 500 ლარი პირველივე ჯერზე. რაც შეეხება გრძელვადიან ონლაინ სესხებს, ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვისესხოთ ძირითადად 3-დან 24 თვემდე ვადით. გვხვდება შემთხვევები, როდესაც სესხება შესაძლებელია 36 და 48 თვემდეც კი.


4)საპროცენტო განაკვეთი

განაკვეთი

მას შემდეგ, რაც შესარჩევი სესხის ძირითად პატამეტრებზე ჩამოვყალიბდით, საპროცენტო განაკვეთების მიხედვით სორტირების დროც დადგა. ეს მაჩვენებელი ძირითად ფაქტორებში იმიტომ არ შევიყვანეთ, რომ დღეს საქართველოში სესხებზე წლიური ეფქტური საპროცენტო განაკვეთი ლიმიტირებული 50%-ით. კომპანიებს კი თითქმის ერთნაირი საპროცენტო განაკვეთები აქვთ. სხვაობა, როგორც წესი, 1-2%-შია. საპროცენტო განაკვეთის მიხედვით ფილტრაციისას შეადარეთ არა მხოლოდ თვიური ნომნალური და წლიური ეფქტური მაჩვენებლები, არამედ:
1)ვადაგადაცილების საკომისიო;
2)წინსწრებით დაფარვის საკომისიო;
3)ხელშეკრულების საკომისიო;
4)გადავადების საკომისიო;
5)საკომისიოს დარიცხვის მოდელი. ანუ იყენებს თუ არა თქვენს მიერ შერჩული კომპანია პროცენტის დღიურ დარიცხვის მოდელს. რადგან სესხის წინსწრებით დაფარვის შემთხვევაში გადაიხადოთ მხოლოდ იმდენი დღის დარიცხული საკომისიო, რამდენითაც ისარგებლეთ სესხით.

არსებობს რამდენიმე სპეციფიკური ფაქტორი, რომელთა გათვალისწინებით ჩვენი სქემა ოდნავ სახეს იცვლის, კერძოდ პირველ და მეორე პუნქტებს შორის ჩაემატებოდა ახალი პუნქტი. ეს ფატორები შესაძლოა იყოს:


1)სესხის მოთხოვნის დრო

დრო

როგორც წესი, უმეტესი კომპანია მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლის 10-დან 19 საათამდე, შაბათს კი 11-დან 14 საათამდე. თუ სესხის მოთხოვნას ვახორციელებთ საღამოს საათებში ან სულაც უქმე დღეებში, მაშინ შესარჩევი ვარიანტების რიცხვი მინიმუმამდე დავა.


2)დამტკიცებული თანხის მიღების საშუალებები

თანხის მიღების საშუალებები

საქართველოში არსებული ონლაინ სესხებით თანხის მიღება, თითქმის ყოველთვის, შესაძლებელია საბანკო ანგარიშზე დარიცხვით. თუ თქვენ თანხის ალტერნატიული გზით მიღება გსურთ, მაგალითად ხელზე აღება, აიდი ბარათის მეშვეობით გატანა და სხვა, მაშინ ვარიანტები ერთეულებამდე ჩამოდის.

ეს ის ძირითადი ფაქტორები, რომელთა მიხედვითაც უნდა შეარჩიოთ სასურველი ონლაინ სესხი. რა თქმა უნდა, შესაძლოა კიდევ იყოს სხვადასხვა სპეციფიკური ფაქტორი, თუმცა პრაქტიკაში ზემოთ აღწერილთაგან განსხვავებული ფაქტები მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში შეგვინიშნავს.

ყველა ფილტრის გავლის შემდეგ ჩვენს სიაში სულ რამდენიმე ან სულაც ერთადერთი სესხი-ღა დარჩება. გადავდივართ მათ ვებ გვერდებზე, კიდევ ერთხელ ვამოწმებთ მონაცემებს და ვავსებთ განაცხადს.

სწრაფი ონლაინ სესხების ეფექტურად შერჩევისთვის გამოიყენეთ ჩვენი ვებ გვერდი mome.ge, რადგან აქ ნახავთ საქართველოში არსებულ თითქმის ყველა ონლაინ სესხს და შეძლებთ მათ შედარებას თქვენთვის მნიშვნელოვანი მაჩვენებლების მიხედვით. თუ რაიმე კითხვა გაგიჩნდათ კრედიტების შერჩევისას, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ საიტზე არსებული ონლაინ დახმარების ფორმის მეშვეობით. ჩვენი ოპერატორები მუდამ მზად არიან დახმარებისთვის.