onlain sesxebi - ყველა

ტვინი და თავისუფალი ნება: როგორ ვიღებთ გადაწყვეტილებას სინამდვილეში

ტვინი და თავისუფალი ნება: როგორ ვიღებთ გადაწყვეტილებას სინამდვილეში


რა წყვეტს: ცნობიერება თუ ქვეცნობიერი
თავისუფალი ნება ეჭვ ქვეშ დაყენდა 80-იან წლებში ბენჯამინ ლიბეტის მიერ ჩატარებული კვლევების შემდეგ.

ექსპერიმენტის მონაწილეებს სთხოვეს სპონტანურად ემოძრავებინათ მაჯა და ამ დროს მათი ტვინის აქტივობას თვალს ადევნებდნენ. აღმოჩნდა, რომ მისი რეაქცია ცნობიერ განზრახვას 350 მილიწამით უსწრებდა. ესე იგი, ადამიანმა ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ ხელს აამოძრავებდა, როცა ტვინს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა ამის გაკეთება. ტვინის ამ წინასწარ რეაქციას მზადყოფნის პოტენციალი ეწოდება.

ლიბეტმა დაასკვნა, რომ ცნობიერი არჩევანი არ არსებობს. ნებისმიერი მოქმედება ქვეცნობიერად ხდება, ცნობიერება კი მხოლოდ არეგისტრირებს მას.

ლიბეტის მიერ ჩატარებული ცდიდან მხოლოდ 30 წლის შემდეგ ჩატარდა მორიგი ცდები, რომლებიც გვაეჭვებენ მის თეორიაში, უფრო ზუსტად კი იმაში, რომ მზადყოფნის პოტენციალი - ესაა მოქმედების გაუცნობიერებელი განზრახვა.

ქვეცნობიერი ემზადება, ცნობიერება წყვეტს
2009 წელს ოტაგოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეამოწმეს ლიბეტის თეორია და მხოლოდ ექსპერიმენტი შეცვალეს მცირედით. მათ ვერსიაში მონაწილეები ელოდნენ ხმოვან სიგნალს, შემდეგ კი უნდა აერჩიათ: დააჭერდნენ თუ არა ღილაკს. აღმოჩნდა, რომ მოქმედებასა და უმოქმედობას მნიშვნელობა არ აქვს - მზადყოფნის პოტენციალი ნებისმიერ შემთხვევაში ჩნდება.

იგივე აღმოაჩინეს 2016 წელს: მზადყოფნის ძლიერი პოტენციალი აუცილებლად მოქმედებით არ ასრულდება. უფრო მეტიც, პოტენციალის გაჩენის შემდეგ ადამიანი შეიძლება გაჩერდეს და აღარ იმოძრაოს.

რადგანაც არის მზადყოფნის პოტენციალი, მოქმედება კი არა, ესე იგი, ის არ იღებს გადაწყვეტილებას მოქმედებაზე.

წყარო: lifehacker.ru