onlain sesxebi - ყველა

Facebook-ი ისევ გატეხეს - 50 მლნ ანგარიში საფრთხეშია

Facebook-ი ისევ გატეხეს - 50 მლნ ანგარიში საფრთხეშია


დეველოპერებმა უკვე 25 სექტემბერს იცოდნენ სოციალური ქსელის გატეხვაზე, მაგრამ ზომები მხოლოდ 3 დღის შემდეგ მიიღეს.

25 სექტემბერს Facebook-ის უსაფრთხოებაში სერიოზული "ხვრელის" შესახებ საუბრობდნენ. იგი საშუალებას გაძლევს სესიური ტოკენის გადატაცებით მომხმარებლის ანგარიშში შეხვიდე. ანგარიშის გადატაცების შესაჩერებლად 28 სექტემბერს წარმომადგენლებმა ყველა სესია გაწყვიტეს, ანუ, იძულებითი ლოგაუთი გაუკეთეს საიტზე შესულ მომხმარებლებს.

როგორც იუწყებიან, პრობლემა 50 მლნ ექაუნთს შეეხო, მაგრამ ლოგაუთი 90 მლნ-ზე შესრულდა. ამავდროულად პაროლები და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ გაჟონილა. დეველოპერებმა დაგვარწმუნეს, რომ საფრთხე თავიდან აცილებულია, ასევე მიმართეს პოლიციას, რადგან თავს დატეხილი საფრთხე ბექდორის მიერ არ იყო აღმოჩენილი. Facebook-ის წარმომადგენლები დარწმუნებულნი არიან, რომ ექსპლოიტი მესამე პირებმა გამოიყენეს საკუთარი მიზნებისთვის. თუმცა გატეხილი ანგარიშებისა და საფრთხის ქვეშ მყოფთა ზუსტი რიცხვი ამ დრომე არ არსებობს.

აღსანიშნავია, რომ 28 სექტემბერს ტაივანელი ჰაკერი ჩან სი-იუანი იმუქრებოდა პირდაპირი ტრანლაციის ჩატარებით. იქიდან კი უკვე ბაგის დახმარებით წაშლიდა მარკ ცუკერბერგის ოფიციალურ გვერდს Facebook-იდან. მაგრამ სტრიმის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ჩანმა განაცხადა, რომ არ გააკეთებდა ამას, უსაფრთხოების პრობლემის შესახებ ინფორმაცია კი კომპანიას გადაეცა ჯილდოს სანაცვლოდ. Facebook-ის წარმომადგენლებმა უკვე დააზუსტეს, რომ ტაივანელ ჰაკერს არაფერი აკავშირებს სესიების გადატაცებასთან.

წყარო: lifehacker.ru