onlain sesxebi - ყველა

საინტერესო ფაქტები ჰოლივუდზე

საინტერესო ფაქტები ჰოლივუდზე


ლოს-ანჯელესის შემოგარენში იზრდება ბუჩქი ბაძგისებრთა ოჯახიდან. ის აქ იმდენად ბევრი იზრდება, რომ ადგილს ბაძგის ტყეს უწოდებენ, ან, ინგლისურად, Holly wood. სწორედ ამ ტყემ მისცა სახელი კინოინდუსტრიის საქვეყნოდ ცნობილ ცენტრს.

XIX საუკუნის დასასრულამდე აქ ცხოვრობდნენ ფერმერები, რომლებსაც ნაყოფიერი მიწები იზიდავდათ. ლეგენდარული კინოინდუსტრიის ადგილას მდებარეობდა დიდი ყანები და ბაღნარები.

1921 წელს მსახიობმა ჩარლი ჩაპლინმა საბოქსიორო ორთაბრძოლაში გამოიწვია კინოთეატრ "ოცნებების ფაბრიკის" თანადამაარსებელი ლუის ბარტ მაიერი, წარმოშობით მინსკელი. კამათის მიზეზი ჩარლი ჩაპლინის ცოლთან - მილდრედ ჰარისთან - განქორწინება გახდა. ეს პროცესი სკანდალური აღმოჩნდა. მაგრამ, პროდიუსერი მაიერი აგრძელებდა ტიტრებში გვარი ჰარის-ჩაპლინის მითითებას, რამაც ყოფილი მეუღლე განარისხა და მაიერი ბრძოლაში გამოიწვია. სიმართლე რომ ვთქვათ, არც ერთი გამოირჩეოდა გოლიათური ფიზიონომიით.

პროდიუსერმა შეძლო მსახიობის დანოკდაუნება, რის შემდეგაც განაცხადა, რომ ჩარლი ჩაპლინის ტალანტის გულშემატკივარი იყო და მეგობრებად დარჩენა შესთავაზა.

ტერმინი "ჰოლივუდური ღიმილი" გასული საუკუნის ოცდააათიან წლებში გაჩნდა სტომატოლოგი ჩარლზ პინკუსის წყალობით. იმისთვის, რომ ყოველი მსახიობის კბილები თოვლივით ქათქათა ყოფილიყო, პინკუსმა შეიმუშავა სპეციალური კერამიკული ფირფიტები და მიიღო "ვასრკვლავური სტომატოლოგის" ტიტული - მისი მომსახურებით ჰოლივუდის თითქმის ყველა ვარსკვლავი სარგებლობდა.

1927 წელს გამოვიდა პირველი სრულმეტრაჟიანი ხმიანი ფილმი "ჯაზის მომღერალი". მისი გადაღება მაშინდელი 422 000 დოლარი დაჯდა. მისი ხანგრძლივობა 89 წუთია. მართალია მანამდეც იყო ხმიანი ფილმები, თუმცა მათი ხანგრძლივობა 10 წუთს არ აღემატებოდა.

წყარო: i-fakt.ru