onlain sesxebi - ყველა

როგორ დაფარა ლონდონი სასიკვდილო ნისლმა, ანუ, "დიდმა სმოგმა"

როგორ დაფარა ლონდონი სასიკვდილო ნისლმა, ანუ, "დიდმა სმოგმა"


1952 წლის 5 დეკემბერს ინგლისის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ეკოლოგიური მოვლენა მოხდა - "დიდი სმოგი" (ინგ. Great Smog). ჩრდილოეთის ზღვიდან წამოსული თბილი ჰაერი ლონდონის თავზე შეჩერდა და მის გარშემო გაუღწევადი სათბურული გაზიანი გარსი შექმნა რამდენიმე დღით. ამ პერიოდში დაიღუპა 5000-ზე მეტი ლონდონელი და დაშავდა 100 000-ზე მეტი. სიკვდილიანობამ ამ დღეებში ნორმას 8-ჯერ გადააჭარბა.

ლონდონის ჰაერი იმართება ქარით, რომელიც ლა-მანშიდან და ჩრდილოეთის ზღვიდან უბერავს. ქარი გადაწმენდს ნისლს და დგება დღეები, როცა ლონდონში მზის სხივები გამოანათებს.

სამწუხაროდ, 1952 წლის დეკემბერში ლონდონის თავზე ჰაერი უძრავად იყო. არ იყო საკმარისი ქარი, რომ ნისლი განეწმინდა, ნისლი, რომელიც სავსე იყო დაბინძურებული ნივთიერებებით, ამიტომ ხალხი უნებურად ყლაპავდა საწამლავს საკუთარ ქალაქში.

არსებობს სამედიცინო მონაცემები, რომლის თანახმადაც ხალხი სუფთა ჰაერის ერთი ჩასუნთქვისთვის მიბარბაცებდა საავადმყოფოებისკენ. ზოგი ვერც კი აღწევდა და ადგილზევე იღუპებოდა ასფიქსიისაგან.

ნისლი იმდენად სქელი იყო, რომ დაიკეტა აეროპორტები, სასწრაფო დახმარების მანქანები კი 5 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდნენ ლონდონის ქუჩებში. ხილვადობა თითქმის 0-ს უტოლდებოდა. როცა ნისლი შენობებში შეაღწევდა, იქაც კი მხედველობის პრობლემა იქმნებოდა.

როგორც იქნა, 8 დეკემბერს ლონდონში კვლავ დაუბერა ქარმა, მაგრამ ათასობით მოქალაქისთვის უკვე ზედმეტად დაგვიანებული იყო, ისინი იგუდებოდნენ, ბოლო ამოსუნთქვამდე ახველებდნენ.

1956 წელს დიდმა ბრიტანეთმა მიიღო სუფთა ჰაერის კანონი, რამაც მკვეთრად შეაჩერა ჰაერის დაბინძურება.

თუმცა 1962 წელს კიდევ ერთი სმოგი დაატყდა თავს ლონდონს და შეახსენა, რომ ექვსი წელი არ კმარა საგრძნობი ცვლილებებისთვის. მსხვერპლი ამჯერად მხოლოდ 136 ადამიანი აღმოჩნდა.

წყარო: i-fakt.ru