onlain sesxebi - ყველა

საინტერესო ფაქტები ფულზე

საინტერესო ფაქტები ფულზე


20-მლრდ. მარკიანი კუპიურა მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ნომინალია. 1923 წელს, ომისა და რევოლუციის შემდეგ გერმანიაში ბანკნოტები გაუფასურდა. ბანკის კლერკები უბრალოდ სათვალავს კარგავდნენ ამდენი ნოლით. ფულს შეკვრებად აძლევდნენ ბავშვებს სათამაშოდ ან კედლის გასაფორმებლად იყენებდნენ.

ძველი ჩინელები მიიჩნევდნენ, რომ ფული გარდაცვლილს იმქვეყნადაც გამოადგებოდა, ამიტომ როცა იგი კოცონზე იწვოდა, მას ქაღალდის ფულს აყოლებდნენ და ასე აკეთებდნენ "ფულად გზავნილებს" თავიანთი ახლობლებისთვის.

ყველაზე დიდი ბანკნოტი 22x38 სმ ზომის იყო და ასევე ჩინეთიდან იყო. მასზე ხშირად ხატავდნენ მონეტების რაოდენობას, რომელსაც იგი ცვლიდა. ხანდახან გამოსახულება 1000 მონეტამდეც კი აღწევდა, მისი წონა კი რამდენიმე კილოგრამი იყო.

1796 წელს რევოლუციისას ფრანგები მიხვდნენ, რომ დაბეჭდეს ზედმეტად ბევრი ფული, რომელიც სწრაფად კარგავდა ფასს. გამოსავალი მალევე იპოვეს - საბეჭდი დაზგები დალეწეს, ფული კი დაწვეს.

1923 წელს იტალიაში მეფე ვიქტორ ემანუელ III-ის ბრძანებით 2 ლირიან მონეტაზე დაიბეჭდა წკეპლების წნული - ფასცია. სწორედ ამ სიმბოლოდან მოდის ფაშისტური იდეოლოგია, იტალიის ფაშისტურმა პარტიამ ეს სიმბოლო მიიღო.

წყარო: cr2.livejournal.com