onlain sesxebi - ყველა

მსოფლიოს უმდიდრესი გაუნათლებლები

მსოფლიოს უმდიდრესი გაუნათლებლები

ბევრ მილიონერს არ უსწავლია უმაღლეს სასწავლებელში, თუმცა ამას მათთვის ნამდვილად არ შეუშლია ხელი კომპანიების შექმნასა და მილიონობითა და მილიარდობით დოლარის შოვნაში.

ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენია ტაიგერ ვუდსი. მან უარი განაცხადასტენფორდის უნივერსიტეტში სწავლაზე, რადგან გოლფის პროფესიონალი მოთამაშე უნდოდა გამხდარიყო. დღეს მისი შემოსავალი წელიწადში 100 მილიონ დოლარზე მეტს შეადგენს.

სტეფანი ჯოან ანჯელინა ჯერმანოტა, ცნობილი როგორც ლედი გაგა, ქალთა სამონასტრო სკოლის მოსწავლე იყო მანჰეტენზე, მაგრამ იგი ერთ წელიწადში მიატოვა და მომღერლის კარიერა დაიწყო.

ჰარისონ ფორდი შტატ ვისკონსინში, კოლეჯში, ფილოსოფიას სწავლობდა, თუმცა უარი თქვა გამოსაშვებ გამოცდებზე რამდენიმე უმნიშვნელო როლის გამო კინოში და ხელოსნად მუშაობდა. თითქმის 10 წელიწადში მან მიიღო როლი ჯორჯ ლუკასის ფილმ "ამერიკულ გრაფიტიში", რომელმაც იგი დიდებამდე მიიყვანა.

ცნობილმა მსახიობმა ტომ ჰენკსმა სწავლას თავი დაანება, რადგან თეატრში შესვლა სურდა.

მარკ ცუკერბერგი ჰარვარდში სწავლობდა, როცა მსოფლიოში ყველაზე ცნობილი სოციალური ქსელი შექმნა. ფეისბუქი იმდენად პოპულარული გახდა, რომ მან სწავლას თავი დაანება და პალო ალტოში კომპანია დააარსა.

სტივ ჯობსს რომ უნივერსიტეტში ესწავლა, ჩვენ ვერ ვიხილავდით "Macintosh-ს", Ipod-ს, Iphone-ს. ამ ადამიანმა დააარსა კომპანია "Apple" და "Pixar".

ბილ გეითსმა 1973 წლის შემოდგომაზე დაიწყო ჰარვარდის უნივერსიტეტში სწავლა, ზუსტად ორი წლის შემდეგ თავი დაანება და ბავშვობის მეგობართან ერთად კომპანია "Microsoft-ი" დააარსა.

წყარო: i-fakt.ru