onlain sesxebi - ყველა

შეცდომები, რომელთა გამოც ვკარგავთ ყველაზე მეტ ფულს

შეცდომები, რომელთა გამოც ვკარგავთ ყველაზე მეტ ფულს


1. წაუკითხავად ვაწერთ ხელს დოკუმენტს
თითქოს ბანალურია, მაგრამ ბევრი მართლაც არ კითხულობს საკრედიტო და სხვა სახის ხელშეკრულებებს, შემდეგ კი აღმოჩნდება, რომ იქ ჯარიმა, კომისია მაღალია ან შედგება ნაკლები მომსახურებისგან, ვიდრე მანამდე სთავაზობდნენ კლიენტს. ყოველთვის წაიკითხეთ ხელშეკრულების თითოეული სიტყვა და წინადადება, რათა შემდეგ გამოუვალ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეთ.

2. არ გვაქვს ბიუჯეტი
ძალიან კარგია, თუ საკუთარი ფინანსების 80%-ს მაინც გავაკონტროლებთ, გვეცოდინება რამდენს გამოვიმუშავებთ, რამდენს ვხარჯავთ და რას ვგეგმავთ მომავალში. ბიუჯეტის წარმართვა შესაძლებელია როგორც უბრალო დღიურში, ასევე Excel-ში.

3. არ ვაგროვებთ პენსიისთვის
20 წლისას ამაზე ცოტა თუ ფიქრობს, მაგრამ 30 წლიდან უკვე ნამდვილად ღირს ფულის გადადება საპენსიო ასაკისთვის. თუ ამას არ გააკეთებთ, მხოლოდ სახელმწიფოზე იქნებით დამოკიდებულნი, ეს კი ძალიან სარისკოა.

4. არ გვაქვს უსაფრთხოების ბალიში
ეს სპეციალური პირადი ფონდია, რომელშიც თქვენი 3-6 თვის შემოსავლის ექვივალენტი მაინც უნდა იმყოფებოდეს. აქედან ფულის აღება ექსტრემულ სიტუაციებში შეიძლება, როცა ავადმყოფობთ, სამუშაოს კარგავთ ან რაიმე მსგავსი ხდება. ასეთ დროს უსაფრთხოების ბალიში ყველაზე მეტად დაგეხმარებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისევ კრედიტის აღება მოგიწევთ.

5. ვცხოვრობთ კრედიტებით
კრედიტი მხოლოდ ორ შემთხვევაში უნდა გაიფორმოთ: თუ გაქვთ მისი დაფარვის საშუალება ან როცა ნამდვილად არ გაქვთ სხვა არჩევანი. თუ ერთ კრედიტს ვერ უმკლავდებით - მეორეს აღება ნამდვილი კატასტროფა იქნება. ვალები დააბრუნეთ მაქსიმალურად სწრაფად, რათა მინიმალური იყოს ზედმეტი ხარჯი.

წყარო: sravni.ru