onlain sesxebi - ყველა

პერფექციონიზმის სამი დამღუპველი სახე

პერფექციონიზმის სამი დამღუპველი სახე


1. საკუთარი თავისკენ მიმართული პერფექციონიზმი
ეს ტიპი ყველაზე ახლოსაა იმასთან, რასაც ჩვეულებრივ პერფექციონიზმს ვუწოდებთ. ისინი, ვინც მას მიეკუთვნებიან, საკუთარ თავს ზედმეტად ბევრს აკისრებენ. ისინი ყოველ წვრილმანს თვლიან თავიანთ მოქმედებებში და ყველგან შეცდომას ელიან. და როცა რაიმე ისე არ წავა, დანაშაულის გრძნობით იტანჯებიან. ასეთმა პერფექციონიზმმა შეიძლება თავისუფლად გამოიწვიოს ნერვული ანორექსია და მცირე დეპრესია.

2. სხვებისკენ მიმართული პერფექციონიზმი
თუ პირველ შემთხვევაში საკუთარ თავს აკრიტიკებთ, ახლა პერფექციონიზმი უკვე გარშემომყოფებზეც ვრცელდება. გგონიათ, რომ ყველაფერს კარგად აკეთებთ, სხვებმა კი უნდა "ამოქაჩონ". შეუძლებელს ელით მშობლების, მეგობრებისა და კოლეგებისგან. კვლევები ამტკიცებს, რომ ასეთ ადამიანებს პრობლემები აქვთ ნდობასთან, შეუძლიათ დანაშაულის გადაბრალება და ადვილად გადამტერება.

3. საზოგადოებრივი პერფექციონიზმი
იგი გამოწვეულია წარმოდგენით, რომ გარშემომყოფები ზედმეტს ითხოვენ თქვენგან. გიჩნდებათ გრძნობა, რომ მუდამ ყველას იმედს უცრუებთ და არაფერი შეგიძლიათ. ამ პერფექციონიზმს შეუძლია ურთიერთობა გაგიფუჭოთ სხვებთამ, ასევე ძლიერ მოქმედებს თვითშეფასებაზე, საბოლოოდ კი თქვენ საკუთარი თავის ფასს კარგავთ.

წყარო: lifehacker.ru