onlain sesxebi - ყველა

როგორ დავიცვათ თავი გაციებისა და გრიპისგან

როგორ დავიცვათ თავი გაციებისა და გრიპისგან


1. რეგულარულად დაიბანეთ ხელები საპნით. ასე მოიშორებთ დაავადებულ ნაწილაკებს და არ მისცემთ ორგანიზმში შეჭრის საშუალებას. თუ ხელებს რეგულარულად დაიბანთ, გრიპის გაჩენის რისკს 20%-ით შეამცირებთ. გარა ამისა, ეცადეთ არ შეეხოთ ხელებით სახეს, თორემ ბაქტერიებს ლორწოვან გარსებშიც მოახვედრებთ, იქ კი ისინი გამრავლდებიან.

2. აიცერით გრიპზე. იგი არ დაგიცავთ ზემო რესპირატორული ტრაქტის მწვავე ინფექციისგან, თუმცა გრიპით დაავადების შესაძლებლობას კიდევ 60%-ით შეამცირებს. ჩვეულებრივ ვაქცინაცია გრიპის სეზონის დაწყებისთანავე ტარდება.

3. მოერიდეთ ავადმყოფებთან კონტაქტს, რადგან ვირუსები და ბაქტერიები ჰაერ-წვეთოვანი გზით გადადის. როცა ავადმყოფი საუბრობს, იცინის, აცემინებს ან უბრალოდ სუნთქავს, გარშემო დაავადებულ ნაწილაკებს ავრცელებს. ასე რომ, თავი აარიდეთ ეპიდემიის დროს ხალხმრავალ ადგილას სიარულს.

4. დეზინფექცია ჩაუტარეთ და გაანიავეთ სივრცე. ვირუსები სუფთა, მოძრავ და გრილ ჰაერში კვდებიან. მათთვის არახელსაყრელი გარემოს შესაქმნელად ხშირად გაანიავეთ ბინა და დეზინფექცია ჩაუტარეთ ჰაერს, UVC-გამწმენდით.

წყარო: lifehacker.ru