onlain sesxebi - ყველა

ფინანსური წარმატების რამდენიმე საკვანძო პრინციპი

ფინანსური წარმატების რამდენიმე საკვანძო პრინციპი


1. კარგად დაფიქრდით კრედიტის გაფორმებამდე
ახალი კრედიტი თქვენი შემოსავლების ნაწილის რეგულარული საგადასახადო ვალდებულებების მიერ წინასწარ "დაჯავშნას" ნიშნავს. თანხის პროცენტებით დასაბრუნებლად დაგჭირდებათ შემოსავლის გაზრდა ან სხვა ხარჯების შემცირება.

2. რაც მეტს ყიდულობთ, მით უფრო უკარგავთ ფასს
თუ რაიმე სასიამოვნოს იშვიათად ყიდულობთ, იგი მეტას გასიამოვნებთ. თუმცა როგორც კი ამ რაიმეს ყიდვას ხშირად იწყებთ - ის უკვე ფასს კარგავს და ნაკლები სიამოვნება მოაქვს. იკარგება განსაკუთრებულობის შეგრძნება.

3. უმჯობესია გქონდეთ რამდენიმე კარგი ნივთი, რომელსაც რეგულარულად მოიხმართ
ნაკლები ნივთი მეტ ფულსა და თავისუფალ ადგილს გიტოვებთ სახლში. თუ ნივთი ცოტაა და თქვენ ხშირად სარგებლობთ, ესე იგი, მაქსიმალურ სარგებელს იღებთ. ხარისხიანი ნივთის ყიდვისას გარანტია გეძლევათ, რომ მისი შემცვლელის ძებნა კიდევ დიდხანს არ მოგიწევთ.

4. გააზრებულად ხარჯეთ საკუთარი ძალა და დრო
ბევრი ადამიანი, თუ მათ არ ჰყოფნით დრო რაიმეზე, მას საყიდლებით აკომპენსირებენ. თუ დრო ბავშვებისთვის არ აქვთ, მათ სათამაშოებს ჰყიდულობენ. ეს არავის სჭირდება. თუ თქვენთვის მნიშვნელოვან საქმეს მეტ დროსა და ენერგიას დაუთმობთ, უაზრო ხარჯებსაც აირიდებთ თავიდან.

წყარო: sravni.ru