onlain sesxebi - ყველა

6 საინტერესო ფაქტი ფულზე

6 საინტერესო ფაქტი ფულზე

სიტყვა "მონეტა" ჩვენთან ძველი რომიდან მოვიდა. რომაული ქალღმერთი იუნონა ატარებდა მონეტის ტიტულს, რაც ქართულად ნიშნავს "მრჩეველს". სწორედ მისი ტაძრის მახლობლად იყო განთავსებული სახელოსნოები, სადაც მეტალის ფულს ამზადებდნენ. ამ სახელოსნოების ნაწარმს კი მონეტები ეწოდა, ინგლისელებმა კი ეს სიტყვა განავრცეს და თავად ფულს უწოდეს - money.

მიუხედავად იმისა, რომ ძველ საბერძნეთში არსებობდა "ნორმალური" ფული, სპარტაში მიზანმიმართულად იყენებდნენ ძალიან მძიმე, მოუხერხებელ, არაპრაქტიკულ წნელებს, რათა თავიდან აერიდებინათ ანგარება, ქურდობა და მექრთამეობა.

დღეს საყოველთაოდ ცნობილი დოლარის ნიშანი ($) ჯერ კიდევ ამერიკული ვალუტის გაჩენამდე არსებობდა და იგი მექსიკური პესოს აღსანიშნად გამოიყენებოდა. ნიშანი P-სა და S-ის შერწყმით შეიქმნა.

დღეს ყველაზე მძიმე მონეტად მიიჩნევა ოქროს მონეტა, რომელიც პერტის (ავსტრალია) ზარაფხანაში დამზადდა. მისი წონა 1 ტონაა. აქვს 80-სანტიმეტრიანი დიამეტრი და 12 სმ-იანი სისქე. გიგანტის ნომინალური ფასი 1 მილიონი დოლარია, მაგრამ, სპეციალისტების მტკიცებით, ზოდებად იგი 55 მილიონადაც გაიყიდება.

ისააკ ნიუტონის სახელი ჩვენთვის მხოლოდ მითიურ ვაშლსა და მიზიდულობის კანონს უკავშირდება. თუმცა კაცობრიობა მას უნდა უმადლოდეს, რომ მონეტების კიდეებს რიფირება უტარდება, ეს კი გაყალბების შესაძლებლობას ამცირებს.

ჩვეულებრივ ფული ღირს იმდენი, რამდენიც მისი ნომინალია. მაგრამ ეს არ ეხება ხმარებიდან ამოღებულთ, სუვენირებსა და საკოლექციო ეკზემპლარებს. დღესდღეობით ყველაზე ძვირადღირებულ მონეტად მიიჩნევა 1794 წელს გამოშვებული დოლარი. ის აუქციონზე 7 850 000 დოლარად გაიყიდა.

წყარო: lifehacker.ru