onlain sesxebi - ყველა

საინტერესო ფაქტები ჰუსარებზე

საინტერესო ფაქტები ჰუსარებზე


ჰუსარები - ისინი იყვნენ XV-XX საუკუნეების მსუბუქადშეიარაღებული კავალერისტები. თავად მათ სახელწოდებაზე ბევრი ისტორიკოსი დაობს. ბევრი მიიჩნევს, რომ "ჰუსარი" წარმოიშვა უნგრული სიტყვიდან husz, რაც "მეოცეს" ნიშნავს. პირველ ჰუსართა პოლკები XV საუკუნეში უნგრეთში გაჩნდა და იქ ყოველ მეოცე აზნაურს იწვევდნენ. ზოგიც ფიქრობს, რომ ეს წამოვიდა ლათინური სიტყვიდან cursus, რაც ნიშნავს "უეცარ თავდასხმას".

ჰუსარები რუსეთის იმპერიაშიც გაჩნდნენ 1634 წელს. თუმცა მათი პოლკები უმეტესად უცხოელებისგან შედგებოდა, მაგალითად, არსებობდა გერმანელების, პოლონელების და ქართველების პოლკიც კი, სადაც დიდი ქართველი პოეტი დავით გურამიშვილი მსახურობდა.

ნაპოლეონის მარშალი იოაჰიმ მიურატი ხშირად იმეორებდა ფრაზას: "ნამდვილი ჰუსარი ვერასოდეს აღწევს 35 წელს". ნაწილობრივ, ეს ფრანგი სპასალარი მართალი იყო - ჰუსართა მსახურება არამარტო საამაყო, არამედ ძალიან საშიშიც იყო, მათ ყოველთვის ყველაზე საპასუხისმგებლო ნაწილებში სვამდნენ. თავად მიურატმა 48 წელს გასტანა, 1815 წელს ნეაპოლში ესროლეს.

ჟჟენკა ჰუსართა საყვარელი სასმელი იყო. იგი შამპანურის, რომის, სოტრენის, შაქრისა და ანანასისგან მზადდებოდა. ამ ნაზავს ადუღებდნენ და ფაიფურის ვაზაში ასხამდნენ, ზემოდან ჯვრის ფორმით ორ ხმალს დებდნენ და შუაში შაქრის ნატეხს ადებდნენ. შაქარს გაჟღენთდნენ რომით, შემდეგ უკიდებდნენ ცეცხლს და როცა იგი დადნებოდა სასმელიც მზად იყო.

სწორედ ამ სასმელს უკავშირდებოდა მათი ჰუსართა მისაღები რიტუალი. თუ ახალგაზრდა ოფიცერი შეძლებდა ჟჟენკას დალევას, ამის შემდეგ მას, როგორც თანასწორს, ისე უყურებდნენ.

წყარო: i-fakt.ru