onlain sesxebi - ყველა

4 ფინანსური რამ, რაზეც ცუდი წარმოდგენა გვაქვს

4 ფინანსური რამ, რაზეც ცუდი წარმოდგენა გვაქვს

1. გაყოფილი ბიუჯეტი ოჯახში
მიიჩნევა, რომ ქორწინებაში ცოლ-ქმარს უნდა გააჩნდეს ერთობლივი ბიუჯეტი - ერთად უნდა გამოიმუშავებდნენ და ხარჯავდნენ. ამავდროულად კი გაყოფილ ბიუჯეტს შეუძლია პრობლემები აგარიდოთ. თუ ერთ-ერთ მეუღლეს ფინანსების მართვა უფრო კარგად გამოსდის, ვიდრე მეორეს, ჯობს ბიუჯეტი გაყოფილი იყოს. მნიშვნელოვანია ხმამაღლა ისაუბროთ ამ თემაზე, რათა ზედმეტი კითხვა და წყენა არ გაჩნდეს.

2. საცხოვრებლის ქირაობა შეძენის მაგივრად
მრავალი ექსპერტი ამტკიცებს, რომ უმჯობესია ბინის ყიდვა, ვიდრე მთელი ცხოვრების მანძილზე მისი ქირაობა. მაგრამ ნუ იფიქრებთ, რომ დიდად აგებთ, თუ ბინას ქირაობთ. არენდა ახალგაზრდა წყვილებს აძლევს საშუალებას, გადავიდნენ საცხოვრებლად იქ, სადაც მოისურვებენ. ქირის უპირატესობა იმაშია, რომ არ იხდით რემონტში, არ ფარავთ იპოთეკას და არ იღებთ კრედიტებს.

3. ვალები
იდეალურია, თუ არავისი არაფერი გმართებთ, ამტკიცებენ ექსპერტები. სინამდვილეში კი კრედიტები თქვენს კეთილსინდისიერებას წარმოაჩენს. თუ იღებთ კრედიტს და დროულად აბრუნებთ, ფორმირდება დადებითი საკრედიტო ისტორია, ეს ნიშნავს, რომ ბანკები უფრო ხშირად დაგიმტკიცებენ სესხს, ზედმეტი წვალების გარეშე.

4. ინვესტირება, როცა ინვესტორი არ ხართ
თქვენ გაქვთ ფული, და თქვენ ირჩევთ, სად ჩადებთ. გამოცდილების გარეშე უშვებთ შეცდომებს: დებთ დიდ ფულს ბანკში, ის კი იკეტება, დებთ გაუგებარ, უცნობ კომპანიაში, რომელიც წლიურ 10000%-ს გპირდებათ და ა.შ. თუ ცოტა რამ იცით ინსტრუმენტზე, ნუ იჩქარებთ მთელი ფულის ჩადებას. ნუ დაიშურებთ ფულს დამოუკიდებელი ფინანსური კონსულტანტისთვის, რომელიც თქვენს სიტუაციას გამოიკვლევს, მოგცემთ რჩევებს, გამოთვლის რისკებს და გიპასუხებთ კითხვებზე. თუ არავის მოსმენა გსურთ, დახარჯეთ ცოტაოდენი ფული და თანდათან ჩამოგიყალიბდებათ ხედვა და გამოცდილება, მომავალში კი დიდი ინვესტიციების გაკეთებას შეძლებთ.

წყარო: sravni.ru