onlain sesxebi - ყველა

საინტერესო ფაქტები ფულის შესახებ

საინტერესო ფაქტები ფულის შესახებ


ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთში ფულის სახით გამოიყენებოდა განსხვავებული ნივთები, რომლებიც ამა თუ იმ ეპოქის ადამიანთათვის ძვირფასი იყო. ეს იყო ჩაის ფილა, კაკაოს მარცვლები, გამხმარი თევზი და უბრალო ქვებიც კი.

დღეს პლასტიკისაგან დამზადებული ფულით სარგებლობენ ავსტრალიისა და დედამიწის სამხრეთი ნახევარსფეროს რამდენიმე ქვეყნის მოსახლეები.

ყველაზე მძიმე ოქროს მონეტა ჩინეთში დაამზადეს, მისი წონა 5 კილოგრამს შეადგენს.

ყველაზე მძიმე ვერცხლის მონეტა რუსეთში დამზადდა 1999 წელს. მისი წონა კი 3 კილოგრამია.

კანადაში გამოუშვეს 25 000-ზე მეტი მონეტა უკან დინოზავრის გამოსახულებით, რომელიც სიბნელეში ანათებს. სამწუხაროდ, მიმოქცევაში ასეთი ფული ვერ მოხვდა.

მსხვილი საბანკო ოპერაციების განსახორციელებლად ინგლისში არსებობს კუპიურა, რომლის ღირებულება 1 მილიონი ფუნტი სტერლინგია.

აშშ-ში კანონი კრძალავს კუპიურებზე ცოცხალ ადამიანთა გამოსახვას.

ალექსანდრე მაკედონელი მიიჩნევა პირველ მმართველად, რომელმაც საკუთარი გამოსახულების მონეტაზე აღბეჭდვა უბრძანა.

XX საუკუნის შუაწლებში აფრიკის ზოგიერთი ქვეყნის მაცხოვრებლები ფულის ერთეულად ჯერ კიდევ იყენებდნენ საქონელს.

წყარო: segodnya.ua