onlain sesxebi - ყველა

საინტერესო ფაქტები ფინანსებსა და ბიზნესზე

საინტერესო ფაქტები ფინანსებსა და ბიზნესზე

კომპანია Microsoft-მა თავისი მუშაობის პირველ წელს 15 000 დოლარის სუფთა მოგება ნახა. სამაგიეროდ, დღეს მისი შემოსავლები რამდენიმე მილიარდს აჭარბებს.

მე-20 საუკუნეში პირველი მილიარდერი გახდა ნავთობის მაგნატი ჯონ როკფელერი. ის აშშ-ს სანავთობო ბაზრის 90%-ს აკონტროლებდა. თუ მის ქონებას დღევანდელ დღეში გადმოვიყვანთ, მისი ექვივალენტი 200 მილიარდ დოლარს შეადგენს.

კომპანია NIKE-ს საყოველთაოდ ცნობილი ემბლემა სულ რაღაც 35$ დაჯდა. სწორედ ამდენი მიიღო დიზაინერმა, რომელმაც ცნობილი ნიშანი შექმნა.

მსოფლიოს რესტორნების 90% გახსნიდან ერთი წლის განმავლობაში წამგებიანია. და მათი მხოლოდ ნახევარი ძლებს 5 წელიწადზე დიდხანს.

უმეტეს შემთხვევაში, როცა რეკლამაში საათს ხედავთ, იგი 10:10-ს აჩვენებს.

რომელია ყველაზე პროდუქტიული სამუშაო დღე? ორშაბათი ნამდვილად არა. არც პარასკევი. ეს სამშაბათია!

იაპონურ რესტორნებში ძალიან დიდ უპატივცემულობად მიიჩნევა "ჩაის ფული", ანუ კმაყოფილების ნიშნად მიმტანისთვის დატოვებული მცირე თანხა.

წყარო: vse-dengy.ru