onlain sesxebi - ყველა

საინტერესო ფაქტები პენსიაზე

საინტერესო ფაქტები პენსიაზე


პირველად პენსია ნახსენებია პარიზის საანგარიშო პალატის დოკუმენტებში, ლუდოვიკო XI-ს მეფობის პერიოდში, XV საუკუნის მეორე ნახევარში და აღნიშნავდა თანხას, რომელსაც ყოველწლიურად ურიცხავდნენ ინგლისის მეფის ედვარდ IV-ის კამერგერ უილიამ გასტინგსს და სხვა ლონდონელ მოხელეებს. ჩვენს დროში ამგვარ "პენსიებს" ქრთამს ვუწოდებთ.

პირველად კი ოფიციალურად სოლიდარული სახელმწიფო პენსია ყველა მუშაკისთვის ოტო ფონ ბისმარკმა შემოიღო, 1889 წელს. 20 წლის შემდეგ იგივე გააკეთეს დიდ ბრიტანეთსა და ავსტრალიაშიც, შემდეგ კი სახელმწიფო საპენსიო სისტემა აშშ-მაც მიიღო.

როცა 1918 წელს ბოლშევიკები შემოიჭრნენ, პენსიის გაცემას არავინ ჩქარობდა. თავდაპირველად მხოლოდ წითელი არმიის მძიმედ დაშავებული წევრებისთვის დაწესდა იგი, შემდგომ, 1923 წელს კი ძველი ბოლშევიკებისთვისაც, 1928 წელს კი სამაღაროო და სატექსტილო ინდუსტრიის მუშაკთათვისაც.

დღეს მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში საპენსიო ასაკი 65 წელია. ევროპასა და აშშ-ში მომავლისთვის აპირებენ, რომ ეს მაჩვენებელი 70 წლამდე გაზარდონ. დღეს ყველაზე მაღალი საპენსიო ასაკი - 70 წელი - მხოლოდ იაპონიაშია.

ჩვენს ქვეყანაში პენსია ერთ-ერთი ყველაზე მიზერულია და იგი 70 დოლარს შეადგენს (ზიმბაბვესა და მსგავს ქვეყნებს თუ არ ჩავთვლით).

ყველაზე დიდ პენსიას კი დანიელი პენსიონერები იღებენ და იგი 2800$-ია თვეში.

პენსია ასაკთან ერთად ინიშნება მხოლოდ ჩინეთში, ისიც, მხოლოდ და მხოლოდ სამხედროებს, პოლიციელებსა და საჯარო მოხელეებს ეხებათ, დანარჩენები კი თავიანთმა შვილებმა უნდა არჩინონ.

წყარო: i-fakt.ru