onlain sesxebi - ყველა

როგორ მივიღოთ რთული გადაწყვეტილებები და შემდეგ არ ვინანოთ

როგორ მივიღოთ რთული გადაწყვეტილებები და შემდეგ არ ვინანოთ


1. გაიხსენეთ საკუთარი ფასეულობები
მაგალითად, გარკვეული დროის გატარება გსურთ ოჯახთან ერთად ან გსურთ მეტი ვალი აღარ აიღოთ. თუ კარგად დაფიქრდებით, მაშინვე მიხვდებით, დაარღვევს თუ არა მსგავსი გადაწყვეტილება თქვენს რომელიმე პრინციპს.

2. განიხილეთ სიტუაცია
ზოგისთვის უფრო ადვილია საკუთარი აზრის გამოთქმა, როცა მას ხმამაღლა ამბობს. აუცილებელი არაა ესაუბროთ მას, ვინც საკამათო საკითხში ერკვევა. საჭიროა მხოლოდ ადამიანი, რომელიც მოგისმენთ.

3. სხვისი თვალითაც შეხედეთ
ხანდახან ნამდვილად გვჭირდება რჩევა. მაგალითად, აპირებთ რაიმე ახლის გაკეთებას, რაც მანამდე არ გაგიკეთებიათ. ძალიან კარგი იქნებოდა გამოცდილ ადამიანთან საუბარი ასეთ დროს. მაგრამ ნურავის ენდობით ბრმად. ყურადღებით აირჩიეთ თანამოსაუბრე და არა სწორი პასუხი.

4. მოუსმინეთ საკუთარ იმედებს
ხანდახან ძნელია მიიღო გადაწყვეტილება, რადგან გონება პრაქტიკულ გზას გთავაზობს, გულს კი სხვა რამ სურს. თუ რჩევას იკითხავდით, რისი მოსმენა მოგინდებოდათ? თუ მონეტას გადააგდებდით, როგორი შედეგის მიღებას ისურვებდით? მოუსმინეთ ამ იმედებს და გადაწყვეტილებას აუცილებლად მიიღებთ.

წყარო: lifehacker.ru