onlain sesxebi - ყველა

სად გაჩნდა პირველი მეტრო?

სად გაჩნდა პირველი მეტრო?

თანამედროვე მეგაპოლისის წარმოდგენა მეტროს გარეშე ძალიან რთულია. ამ მიწისქვეშა ტრანსპორტით ყოველდღე უამრავი ადამიანი სარგებლობს. და სად გაჩნდა მსოფლიოში პირველი მეტროპოლიტენი?

მეტროს პირველი აბრა გაჩნდა ქალაქ ლონდონში. XIX ასწლეულის შუაწლებში ინგლისური დედაქალაქის მოსახლეობა ორი მილიონი იყო, და ერთი რაიონიდან მეორემდე მიღწევაც პრობლემატურად იქცა.

1855 წელს მიიღეს პირველი მიწისქვეშა რკინიგზის მშენებლობის გადაწყვეტილება. მეტროპოლიტენის სადგურის მოწყობით დაკავდა კომპანია Metropolitan Railway. უნდა აღინიშნოს, რომ მეტროს შენებამ საგრძნობლად შეცვალა ინგლისის დედაქალაქის იერსახე. ხაზი ტრანშული მეთოდით იგებოდა: თხრიდნენ დაახლოებით 10 მეტრის სიღრმის გვირაბს, შემდეგ აგებდნენ ლიანდაგებს, ზემოდან კი აგურებით ხურავდნენ და ამოთხრილ მიწას ზემოდან აყრიდნენ. ამიტომ, ბევრი შენობის დანგრევა გახდა საჭირო.

პირველი ხაზი 7 სადგურს მოიცავდა და სიგრძით 3600 მეტრი იყო. იგი 1863 წლის 10 იანვარს გახსნეს. ასეთი ახლებური ტრანსპორტის მოძრაობა გახსნა უელსის პრინცმა, ედვარდ VII-მ. ისვე გახდა მეტროს პირველი მგზავრი.

უნდა ითქვას, რომ დიდად სანახაობრივი ამ დროს ნამდვილად არ ყოფილა მიწისქვეშა ტრანსპორტი. მატარებლები ჯერ კიდევ ქვანახშირზე მუშაობდა, რის გამოც მგზავრებს სახე უშავდებოდათ. იქ სუნთქვაც არ იყო ადვილი.

სამაგიეროდ ეს ტრანსპორტის ყველაზე სწრაფი საშუალება იყო და პირველივე დღეს 30 000-მდე ადამიანმა ისარგებლა მისით. პირველივე წელს მეტრომ სულ 9 მილიონი ადამიანი მიიღო, მომდევნო წელს კი ეს რიცხვი 12 მილიონამდე გაიზარდა.

1905 წელს ლონდონის მეტროპოლიტენი უკვე მთლიანად ელექტრიფიცირებული იყო.

წყარო: i-fakt.ru