onlain sesxebi - ყველა

როგორ წარმოიშვა ჩანგალი

როგორ წარმოიშვა ჩანგალი


პირველად ჩანგალი იხსენიება ახლო აღმოსავლეთში IX საუკუნეში. საინტერესოა, რომ მას მოიხმარდნენ ხილის საჭმელად, რათა ხელები წვენით არ გაჟღინთვოდათ.

თუმცა არსებობს ცნობები, რომ ჩანგალი დაიბადა 1072 წელს ბიზანტიაში ქალაქ კონსტანტინოპოლში, იმპერატორის სასახლეში. დამზადებული იყო მისი ერთი ოქროს ეგზემპლარი, სახელური კი მორთული იყო სპილოს ძვლის.

იგი განკუთვნილი იყო ბიზანტიელი პრინცესა მართა-მარიამ ბაგრატიონისთვის. ის შეგვიძლია მივიჩნიოთ ჩანგლის გამომგონებლად. იგი ხელით ჭამას დამამცირებლად მიიჩნევდა და პრობლემაც მარტივად მოაგვარა. XVII საუკუნიდან კი ეს ხელსაწყო იტალიელ დიდებულთა და ვაჭართა ტრაპეზის აუცილებელ ატრიბუტად იქცა.

ჩანგალი ჩრდილოეთ ევროპაში გაცილებით გვიან გაჩნდა. პირველად ინგლისურ ენაზე იგი ტომას კორიეტმა აღწერა თავის იტალიური მოგზაურობებისას დაწერილ წიგნში, 1611 წელს, თუმცა ფართო ხმარებაში ჩანგალი ინგლისში მხოლოდ XVIII საუკუნეში შემოვიდა.

საინტერესოა, რომ კათოლიკური ეკლესია მას არ მიესალმებოდა და "ზედმეტ ფუფუნებად" მიიჩნევდა. პირველი ჩანგლები მოღუნული კბილანებით გერმანიაში XVIII საუკუნეში გაჩნდა. ამავე პერიოდში გაჩნდა ოთხკბილანიანი ჩანგლებიც.

წყარო: i-fakt.ru