onlain sesxebi - ყველა

რა არ უნდა გააკეთოთ იტალიაში

რა არ უნდა გააკეთოთ იტალიაში

პირველ რიგში, აქ არ უნდა იმოგზაუროთ დიდი ბარგით. იქაურ ვიწრო, ოღრო-ჩოღრო აღმართებზე დიდი ჩემოდნების წინ და უკან ტარება ნამდვილად არაა სასიამოვნო. და თუ ქალაქებში მოგზაურობას აპირებთ, ჩემოდნის ტარება მოგიწევთ სადგურების კიბეებზე, ასევე ზედმეტი უნდა გადაიხადოთ ავიაბილეთებში. ნუ წაიღებთ ბევრ ნივთს.

არასდროს წახვიდეთ უფასო ექსკურსიებზე. იტალია აუცილებლად ფეხით უნდა მოიაროთ. უმჯობესია - გიდთან ერთად, რომელიც ყველაფერს მოგიყვებათ. მაგალითად, რომში არსებობს უფასო საფეხმავლო ექსკურსიები ინგლისურ ენაზე. ტურისტები გიდს სურვილისამებრ უხდიან. თუმცა კარგ ტონად მინიმუმ 10 ევრო მიიჩნევა.

იტალიაში არ ელოდოთ მადისაღმძვრელ და თვალწარმტაც საუზმეს. იტალიელების უმეტესობა დილით კაპუჩინოს მიირთმევს პატარა ფუნთუშასთან ერთად. ასე რომ სადილამდე განსაკუთრებულს არაფერს ელოდოთ.

ნურაფერს დაგეგმავთ კვირას. ეს დღე იტალიაში ოფიციალურად დასვენებისაა. ამ დღეს ყველა და ყველაფერი ისვენებს, დაწესებულებები დაკეტილია. მუზეუმში წასვლასაც არ გირჩევთ, რადგან ამ დროს იქაურობა გადაჭედილია.

ნუ დახარჯავთ ზედმეტს და ნუ იყიდით სასმელ წყალს. იტალიურ ქალაქებში წყლის შადრევნები ყოველ ნაბიჯზეა. თუ იქიდან წყლის დალევა არ შეიძლება, გამაფრთხილებელ აბრას აუცილებლად შეამჩნევთ.

ალბათ მიეჩვნიეთ ბაზარში საქონლის თავად არჩევას. მაგრამ იტალიაში ასე მიღებული არაა. ხილ-ბოსტნეული მთლიანად დამწიფებული იყიდება და შეხებისგან დეფორმირდება, ამიტომ მოგიწევთ იმის ყიდვა, რასაც გამყიდველი თავად ჩადებს პაკეტში.

წყარო: sravni.ru