onlain sesxebi - ყველა

საინტერესო ფაქტები სან-მარინოზე

საინტერესო ფაქტები სან-მარინოზე

ჯუჯა სახელმწიფო სან-მარინოში ვერ ჩახვალთ მატარებლით ან თვითმფრინავით, რადგან იქ არც რკინიგზაა და არც აეროპორტი. პატარა ქალაქ ბორგო-მაჯორეში მდებარეობს ქვეყანაში ერთადერთი ვერტოდრომი და როგორც დასახელებიდან ვიგებთ, ის მხოლოდ ვერტმფრენთათვისაა განკუთვნილი. ამიტომ ტურისტთა უდიდესი ნაწილი აქ ავტოტრანსპორტით ჩამოდის.

სან-მარინოს ტერიტორია 60 კვ. კილომეტრზე ოდნავ მეტია, მოსახლეობა კი 30000 ადამიანია. ყოველი მხრიდან ამ სახელმწიფოს იტალია ესაზღვრება.

სან-მარინო შეგვიძლია ვაღიაროთ ევროპის ერთ-ერთი უძველეს სახელმწიფოდ. ჯერ კიდევ 301 წელს აქ ჩამოვიდა ქვისმტეხი მონა მარინი, რომელიც იყო ქრისტიანი და აქ მთა მონტე-ტიტანოს შეაფარა თავი.

მარინი მოგვიანებით წმინდანად შერაცხა კათოლიკურმა ეკლესიამ, მისი ხსენების დღე კი 3 სექტემბერია, ამავე დღეს აღინიშნება ქვეყანაში სახელმწიფოს დაარსების დღესასწაული. წმინდა მარინი მიიჩნევა სახელმწიფოს დამაარსებლად და მფარველად და სახელიც მისივე ჰქვია - "წმინდა მარინი".

ევროპაში ზომით სან-მარინოს მხოლოდ ვატიკანი და მონაკო ჩამორჩება.

გაგიკვირდებათ - სან-მარინოს საკუთარი არმიაც კი ჰყავს, თუმცა ის მხოლოდ 75-100 ადამიანს ითვლის. სამხედრო მოსამსახურეები აქ მხოლოდ ნაციონალური დღესასწაულების მოწყობასა და დელეგაციებთან დახვედრაში მონაწილეობენ.

მათი შემოსავლის წყარო სამშენებლო ქვა და ტურიზმია. ყოველწლიურად აქ 3 000 000 ტურისტი ჩამოდის, ეს კი ქვეყნის მოსახლეობას 100-ჯერ აღემატება.

წყარო: i-fakt.ru