onlain sesxebi - ყველა

თაღლითობის საინტერესო ფაქტები

თაღლითობის საინტერესო ფაქტები

სტატისტიკურად, ადამიანების 30% ერთხელ მაინც ყოფილა თაღლითობის მსხვერპლი.

საინტერესო თაღლითებმა ერთხელ შეძლეს და ამერიკის თეთრი სახლი მიაქირავეს ფერმერს 99 წლით, სულ რაღაც 100 000 დოლარად. ეს 1925 წელს მოხდა.

1925 წელს ერთ-ერთმა ავანტურისტმა წაიკითხა პარიზულ გაზეთში, რომ ეიფელის კოშკი საშინელ მდგომარეობაში იყო და ქალაქის ხელისუფლება მის დემონტაჟზე ფიქრობდა. თაღლითმა მაშინვე დაიქირავა ნომერი "ლუქსი" სასტუმროში და იქ ხუთი ყველაზე მსხვილი ჯართით მოვაჭრე მოიწვია. კოშკი ერთ-ერთმა შეიძინა და ის ამაში მხოლოდ დიდი ხნის შემდეგ გამოტყდა და ძალიანაც რცხვენოდა.

90-იანების დასაწყისში ერთ-ერთი ამერიკელი მაიკლ ჯექსონის გრიმით მოძრაობდა, იგი ხშირად შედიოდა მაღაზიაში და ითხოვდა ანგარიშის მაიკლ ჯექსონის სახელზე გამოგზავნას. ამავდროულად, ინგლისში ორი ძმა 5 წლის განმავლობაში უფასოდ მგზავრობდა ნაქირავები "როლს-როისით", რადგან სამეფო ოჯახის ნათესავებად მოჰქონდათ თავი.

ერთხელ ორი სამშენელო კომპანია წამოეგო თაღლითთა შეთავაზებაზე, თითქოს მათ კოლიზეუმი უნდა დაერესტავრირებინათ. ორივე ფირმამ დიდი ქრთამი შესთავაზა "იტალიის მთავრობის წარმომადგენლებს" და, რაღა თქმა უნდა, მთელი თანხა თაღლითებმა დიდი მადლიერებით მიიღეს.

ფრანგულმა პოლიციამ გამოითვალა, რომ ლუვრი თაღლითებმა მთლიანად და ნაწილ-ნაწილ 18-ჯერ მაინც გაყიდეს.

წყარო: worldluxrealty.com