onlain sesxebi - ყველა

საინტერესო ფაქტები ყულაბებზე

საინტერესო ფაქტები ყულაბებზე


ყულაბის სამშობლოდ ასახელებენ ჩინეთს, გერმანიას და მალაიზიასაც კი. დღემდე შეუმოწმებელი მონაცემებით, ერთ-ერთი ნიდერლანდელის პირად კოლექციაში ინახება ღორი-ყულაბები, დამზადებული მალაიზიაში. მათი ასაკი დაახლოებით 1 500 წელია.

ყველაზე გამძლე და სანდო ყულაბებს ამზადებდნენ პოლონურ ფაბრიკაში სახელად "შრომა". მათ მეტალისგან ამზადებდნენ. ყოველ ასეთ ნივთს "დასაზოგი სალარო" ეწოდებოდა. ანუ, იგი ყოველი მფლობელისთვის მინი ბანკი ხდებოდა. როცა იქ საბჭოთა კავშირი შევიდა, ყულაბები ბურჟუაზიულ გადმონაშთად გამოაცხადეს და წარმოება აკრძალეს. ამის შემდეგ ყულაბებს კუსტარულად აწარმოებდნენ.

შუა საუკუნეებში საშინაო ჭურჭელს ინგლისში იაფფასიანი წითელი თიხისგან აკეთებდნენ, რომელსაც pygg ეწოდებოდა. თიხის ქოთნებს - pygg jars - იყენებდნენ მარილისა და მონეტების შესანახად იყენებდნენ. როცა თიხა ხმარებიდან ამოვიდა, სიტყვა pygg-ის მნიშვნელობა დაიკარგა და გაიგივდა pig-თან, რაც "ღორს" ნიშნავს. შედეგად "თიხის ქოთანი" ტრანსფორმირდა "ქოთან-ღორად".

იაპონურ დახლებზე გაჩნდა "ყულაბა-ტამაგოჩი", რომელიც შეიმუშავა იაპონურმა კომპანიამ Bandai. იგი მუდამ უნდა კვებოთ მონეტებით. თუ დროულად არ მიიღებს ფულის მორიგ პორციას, იგი ნაწილებად დაიშლება. გამყიდველები ირწმუნებიან, რომ ეს დისციპლინას მიაჩვევს მფლობელს და დაეხმარება თანხის სწრაფად დაზოგვაში.

კანადაში პროფესიონალი ტაქსიდერმისტები ამზადებენ ყულაბებს ახალშობილი გოჭებისგან. მათი ფასი 4000 $-მდე მერყეობს.

დღესდღეობით, გინესის რეკორდების წიგნის მიხედვით, ყველაზე დიდი ღორი-ყულაბა მდებარეობს ლუდვიგსბურგში, გერმანიაში. რეკორდი 2015 წლის 18 მაისს დაფიქსირდა. მისი სიგრძე 8,03 მეტრი, სიმაღლე 5,54 მეტრი, სიგანე კი 5,58 მეტრია.

წყარო: i-fakt.ru