onlain sesxebi - ყველა

ყველაზე გასაოცარი ფაქტები ფინანსებზე

ყველაზე გასაოცარი ფაქტები ფინანსებზე

იცით, რომ ისტორიაში პირველი მონეტები საბერძნეთის არქეოლოგიური გათხრებისას აღმოაჩინეს? ამავდროულად კი ამ ფულს საკმაოდ განსხვავებული ფორმა ჰქონდა თხელი გრძელი წნელების სახით. არქეოლოგებმა ძველი ფრესკებიც კი აღმოაჩინეს, სადაც ადამიანები ხელში ამ "მონეტებით" არიან გამოსახულნი. ამ წნელებს "დრაჰმა" ეწოდებოდა. სხვათა შორის, ამავე დასახელებას ატარებს დღევანდელი ბერძნული მონეტა და იგი ევროპის უძველეს მონეტად მიიჩნევა.

ქაღალდის პირველი კუპიურები ძველ ჩინეთში ჩვ. წ.-მდე რამდენიმე ასეული წლით ადრე გამოიგონეს. ამ ფულს მართლაც ჰქონდა რეალური ღირებულება, მაგრამ მას ყველა დასაფლავების ცერემონიის დროს დასაწვავად იყენებდა. მიიჩნეოდა, რომ გარდაცვლილისთვის მომდევნო ცხოვრება უფრო სასიამოვნო და მარტივი იქნებოდა.

ელექტრონული ფული პირველად არა ორი ათეული წლის წინ, არამედ შორეულ 1918 წელს შეიქმნა. სწორედ მაშინ შეასრულა აშშ-ს ფედერალურმა ბანკმა პირველი ფულადი გადარიცხვა ტელეგრაფის დახმარებით. იმავე წლებში მრავალმა მოხელემ აღიარა მსგავსი გადარიცხვის მეთოდი საკმაოდ მოსახერხებლად.

მსოფლიოში პირველი ადამიანი, რომელმაც საკუთარი გამოსახულების ფულზე დაბეჭდვა უბრძანა, იყო ცნობილი მხედართმთავარი ალექსანდრე მაკედონელი. ეს იდეა იმდენად მოეწონათ დანარჩენ მმართველებს, რომ მრავალი მათგანის სახე დღემდე იბეჭდება თანამედროვე კუპიურებზე.

რეკორდსმენი კუპიურებზე დატანილ პორტრეტებში არის ინგლისის დედოფალი ელიზაბეთ II. მისი სამეფო პროფილი დღეს 30-მდე განსხვავებულ კუპიურაზე იბეჭდება.

წყარო: finansy.name