onlain sesxebi - ყველა

კიდევ კარგი რომ ონლაინ სესხი არსებობდა

კიდევ კარგი რომ ონლაინ სესხი არსებობდა

გთავაზობთ ისტორიას, რომელიც მაგალითის სახით წარმოაჩენს ონლაინ სესხის უპირატესობას:
ისტორია - "ერთხელ კაფეში"
რესპოდენტი: გურამი

მოკლედ, ყველას კარგად მოგეხსენებათ ქართული ამბები. დიდი ხნის უნახავი ყოფილი თანამშრომლები შემხვდნენ (ქალბატონები), ძალიან გაგვიხარდა ერთმანეთის ნახვა, ბევრი ვისაუბრეთ და შემდეგ გადავწყვიტეთ, იქვე ახლოს მდებარე კაფეში ყავა დაგველია და დესერტიც დაგვეყოლებინა. მე თავდაჯერებულად ვემხრობოდი ამ წინადადებას, რადგან დროც მქონდა და ფულიც.
დიდხანს გაგრძელდა ჩვენი ყავა, ცოტა ოდენ ალკოჰოლშიც გადაიზარდა, ამასობაში მოგვშივდა კიდეც. ერთი სიტყვით, ის საღამო 185 ლარი დაჯდა. მოვიდა ჩეკის მოთხოვნის დროც, რა თქმა უნდა, როგორც ხდება ხოლმე "ქართულ ამბებში" გერმანული ანგარიშსწორების მეთოდზე არც კი უფიქრია ვინმეს, მოვიმარჯვე ბარათი, ვადებ მიმტანის მიერ გამოწვდილ სალარო აპარატს და თამამად ვუხდი მადლობას.

უეცრაც მაციებს: " უარყოფილია, კიდევ ერთხელ სცადეთ" ვცადე რამდენჯერმე, და ყოველჯერზე უარყოფა აჩვენა. სასწრაფოდ შევედი ონლაინ ბანკში დ ა აღმოვაჩინე, რომ ანგარიშზე 0 ლარია. თანხა დავიწყებულმა საბანკო სესხმა ჩამომჭრა. არ დავბნეულვარ, კიდევ კარგი რომ ონლაინ სესხების შესახებ ვიცოდი. შევედი მომე.ჯი-ზე, შევარჩიე სასურველი თანხის გამცემი კომპანია, შევავსე განაცხადი და თანხა რამდენიმე წუთში მივიღე. ანგარიში დავფარე, გოგონებს კი ვუთხარი, რომ გარკვეული სისტემური პრობლემა ქონდა ბანკს.

"კიდევ კარგი რომ ონლაინ სესხი არსებობდა"

წყარო: mome.ge