onlain sesxebi - ყველა

საინტერესო ფაქტები ლატარიაზე

საინტერესო ფაქტები ლატარიაზე

ალბათ, ყველას უოცნებია ერთხელ მაინც სიმდიდრეზე, რომელიც თვალის დახამხამებაში გაჩნდება და მის მთელ ცხოვრებას შეცვლის. ასეთი ფანტაზიების თემაზე ბევრი ფილმი გადაღებულა და ბევრი წიგნი დაწერილა. რეალურ ცხოვრებაში კი მივემართებით ჯიხურში და ვყიდულობთ ლატარიის ბილეთს.

სიტყვა "ლატარია" მოდის იტალიურიდან - "lotto" - რაც ითარგმნება, როგორც "ბედი".

ლატარია უფრო ძველია, ვიდრე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. ცნობილია, რომ მსგავსი სახის ღონისძიებები ტარდებოდა ძველ საბერძნეთსა და რომში. გათამაშებები ასევე ნახსენებია ძველი ჩინეთის ხელნაწერებში, რომელთა ასაკიც 2000 წელზე მეტია.

სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოს მაცხოვრებელთა 55% რეგულარულად იძენს ლატარიის ბილეთს, რათა ბედი გამოსცადოს.

სოციოლოგების მტკიცებით, ლატარიის ბილეთის ძირითადი მყიდველები პენსიონერები და დაბალშემოსავლიანი ადამიანები. ბილეთის შეძენის მიზნები განსხვავდება: ზოგი დროის გაყვანის მიზნითა და ხუმრობით იღებს მონაწილეობას, ზოგიერთს კი ნამდვილად მოგება სურს. ისინი წლებს ხარჯავენ, რათა გამოთვალონ და დაადგინონ, როგორაა მოწყობილი "სისტემა".

ქარის მოტანილი მარტივი ფული ქარსვე მიაქვს. სტატისტიკურად, ლატარიის გამარჯვებულთა მხოლოდ 30%-ს შესწევს ძალა, შეინარჩუნოს მოგებული უზარმაზარი თანხა. დანარჩენი 70% ამ სიმდიდრეს რამდენიმე წელიწადში ფლანგავს.

წყარო: yourdesires.ru