onlain sesxebi - ყველა

როგორ გავიქროთ შოპინგ-მანია

როგორ გავიქროთ შოპინგ-მანია

1. ნურასოდეს წახვალთ მაღაზიაში მშიერი ან ცუდ ხასიათზე მყოფი. ამგვარ მდგომარეობაში არსებობს საშიშროება, რომ მაღაზიის თაროები დაუფიქრებლად დააცარიელოთ.

2.საყიდლებზე წასვლამდე აუცილებლად შეადგინეთ სია და მკაცრად მიჰყევით, ნუ გადაიტანთ ყურადღებას იმ პროდუქტზე, რომელიც არ გჭირდებათ.

3. ნებისმიერი ძვირადღირებული ნივთის ყიდვისწინ დაფიქრდით და კარგად გააანალიზეთ, ნამდვილად საჭიროა თუ არა ეს ნივთი თქვენთვის, გამოგადგებათ თუ არა. ნუ ეცდებით უფრო იაფი ანალოგის მოძებნას, დაიცადეთ 24 საათი და თუ სურვილი კვლავ არ გაქრება, ესე იგი ნივთი ნამდვილად გჭირდებათ.

4. სახლიდან გასვლისას უმჯობესია ნაღდი ფულით წაიღოთ იმდენი, რამდენიც საყიდლებისთვისაა გათვლილი. ასე არ გადააჭარბებთ ლიმიტს, აღარ გაგექცევათ თვალი არასაჭირო საქონელისკენ და ფულსაც უაზროდ არ გადაყრით.

5. თუ მაღაზიაში გაგიჩნდებათ სურვილი ორი ან სამი ნივთის შეძენისა, ცოტა ხნით ქუჩაში გამოდით და კარგად დაფიქრდით, რომელი უფრო საჭირო და მნიშვნელოვანია ამჟამად თქვენთვის. თუ არჩევანი გააკეთეთ, დაბრუნდით მაღაზიაში და მშვიდად შეიძინეთ სასურველი ნივთი ან ტანსაცმელი.

წყარო: samfact.com