onlain sesxebi - ყველა

საინტერესო ფაქტები ოქროს შესახებ

საინტერესო ფაქტები ოქროს შესახებ


გამოთვლილია, რომ ოქროს მოპოვების მთელი დროის განმავლობაში 200 000 ტონა მეტალია ამოღებული. თუ ყველაფერ ამას ერთ კუბად გადავადნობთ, იგი რვასართულიან სახლზე მაღალი იქნება.

ჩვენი პლანეტის ბირთვი 5-ჯერ მეტ ოქროს შეიცავს, ვიდრე მეტალის ყველა დანარჩენ სახეს. თუ იქ მყოფ ოქროს დედამიწაზე ამოვიტანთ, იგი მთელ პლანეტას დაფარავს, ნახევარმეტრიანი ფენით.

ოქროს ურდოს დედაქალაქში - სარაი-ბათუში - მდებარეობდა სუფთა ოქროსგან დამზადებული ორი ცხენის ქანდაკება, რომლებიც ბათო-ყაენის ბრძანებით ჩამოასხეს. ეს ორი ქანდაკება ძალაუფლებისა და სიმდიდრის სიმბოლო იყო და ყაენიდან ყაენს გადაეცემოდა სანამ საბოლოოდ არ დაიკარგა.

დღეს ოქროს ყველაზე დიდი რაოდენობა - 8 000 ტონა - ინახება აშშ-ში. მეორე ადგილს გერმანია იკავებს. ყველაზე მეტი საიუველირო ნამუშევარი კი ინდოეთშია.

შუასაუკუნეების ალქიმიკოსთა ოცნება - ოქროს ხელოვნურად მიღება - XX საუკუნეში ნამდვილად ასრულდა. ბირთვულ რეაქტორებში შეიძლება ოქროს სინთეზირება ტყვიის რამდენიმე იზოტოპით. თუმცა, ეკონომიკური თვალსაზრისით, ეს დიდი სისულელეა, რადგან რამდენიმე გრამი ოქროს დამზადებაში მილიონი დოლარის ღირებულების ელექტროენერგია იხარჯება.

წყარო: http://finansys.blogspot.com