onlain sesxebi - ყველა

საინტერესო ფაქტები ჩინურ იუანზე

საინტერესო ფაქტები ჩინურ იუანზე


ჩინური იუანი - ესაა პირველი ფული ჩინეთში, რომელსაც მრგვალი ფორმა აქვს. მანამდე მონეტები ნიჩბის, ნაჯახის ან რაიმე სხვა ფორმისანი იყვნენ.

ჩინური ვალუტა მოწყდა კლასიკურ 1-100 პრინციპს, მაგალითად, 1 ლარი = 100 თეთრი. აქ მუშაობს სქემა 1-10-10. ანუ, 1 იუანი უდრის 10 იაოს (ან ცზიაოს), 1 იაო კი უდრის 10 ფენს.

ადრე იაუანის კურსი დოლართან მიმართებაში იყო ფიქსირებული და სახელმწიფოს მიერ დგინდებოდა. თუმცა, 2005 წელს მათ ყველას სურპრიზი გაუკეთეს, როცა უარი თქვეს დოლართან მიბმაზე. იმ დროიდან იუანის კურსი რამდენიმე ვალუტასთან მისი მიმართებით დგინდება.

მცირე ნომინალის კუპიურებს დაცვის დაბალი დონე აქვთ, მათზე თითქმის არაა დამცავი ზოლები. ამავდროულად კი დიდი ნომინალის მქონე კუპიურების ერთ-ერთი დამცავი დონე მაოს თმებია. მათ თითის გასმით იგრძნობთ.

ბრუნვაში არსებულ ყველა ბანკნოტზე გამოსახულია სახელმწიფო მოღვაწის მაო ძედუნის პორტრეტი და ნაციონალური გერბი. კუპიურის მეორე მხარეს 1, 5 და 10-იანი ნომინალებით გამოსახულია ჩანიანის ხევის პეიზაჟი, 20-იან კუპიურებზე - მდინარე ხუანხე. 50 იუანის ბანკნოტზე გამოსახულია ჩინეთის დიდი კედელი, 100-იანზე - მფრინავი დრაკონი და პეკინური შენობა China Century Altar.

კუპიურის მაქსიმალური ნომინალი 100 იუანია. ამიტომ, როცა დიდი შენაძენის გაკეთებას დააპირებთ, პირდაპირი მნიშვნელობით, მთელი ტომარა ფულის წაღება მოგიწევთ.

წყარო: prodengi.kz