onlain sesxebi - ყველა

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული სამორინეები

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული სამორინეები


5. Venetian Macao, ჩინეთი
მხოლოდ დასახელებით შეგვიძლია მივხვდეთ არამარტო ამ დაწესებულების მდებარეობა, არამედ სტილიც, რომლითაც შესრულებულია სამორინის გაფორმება. შიგნითაც და გარედანაც ეს კომპლექსი, ჩინურ პროვინცია მაკაოში მდებარე, ნამდვილად იტალიური ვენეციის პატარა ასლია. რა თქმა უნდა, ლას ვეგასშიც შევხვდებით მსგავს სამორინეს წყლის არხებითა და გონდოლიერებით, მაგრამ მაკაოს სამორინე ფლობს მსოფლიოში უდიდესი სამორინის ტიტულს! მისი ფართობი 50 000 კვ. მეტრია. მის აგებაზე 3 მილიარდი დოლარი დაიხარჯა.

4. Wynn Las Vegas, აშშ
ამ სამორინის ძვირფასი დარბაზები ლას ვეგასის ცენტრალურ ქუჩაზე ამ ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ შენობაშია განთავსებული. ამ სასტუმრო-გასართობი კომპლექსის მთავარი ღირსშესანიშნაობაა ატრაქციონი "სიზმრების ტბა", რომელიც წარმოადგენს წყლის დიდ აუზს, ხელოვნურ მთას და თვალწარმტაც ჩანჩქერს. სამორინეს ასევე გააჩნია გოლფის მოედანი. მფლობელებს მისი მშენებლობა 4,5 მილიარდი დოლარი დაუჯდათ.

3. Resorts World Sentosa, სინგაპური
ეს გრანდიოზული საკურორტო კომპლექსი სინგაპურულ კუნძულ სენტოზაზე მდებარეობს. ის გააოცებს ნებისმიერ ადამიანს არამარტო თავისი ზომებით, არამედ უამრავი გასართობით, რომელიც ერთ ადგილასაა მოთავსებული. ეს არამხოლოდ მდიდრული სამორინე და უდიდესი ოკეანარიუმია, არამედ აქ შეხვდებით ღია ცის ქვეშ განთავსებულ ატრაქციონების პარკს, სავაჭრო ცენტრებს, რესტორნებს, სასტუმროებსა და სხვა სენობებს. ასეთი გასართობების სამყაროს ასაგებად 5 მილიარდი დოლარი დაიხარჯა.

2. Marina Bay Sands, სინგაპური
სინგაპურში, ულამაზეს ყურეში განთავსებული კიდევ ერთი სათამაშო კომპლექსი. სამი ცათამბჯენი შეერთებულია ზემოდან დაშენებული ღია ტერასით, რომელიც საზღვაო ხომალდს მოგვაგონებს. მასზე გაშენებულია მწვანე ბაღი და განთავსებულია აუზი. სამორინესთან ერთად კომპლექსის ტერიტორიაზეა რამდენიმე თეატრი, მუზეუმი,მულტიმედიური ატრაქციონი. ეს შენობა მსოფლიოს უდიდესი დაწესებულებების 20-ეულში შედის. მისი მშენებლობა 5,5 მილიარდი დოლარი დაჯდა.

1. CityCenter Las Vegas, აშშ
ლას ვეგასის ზუსტ ცენტრში მდებარე სამორინეს მშენებლობაში დაიხარჯა უზარმაზარი თანხა - 9 მილიარდი დოლარი! ამ სათამაშო კომპლექსმა პირველი სტუმრები არც ისე შორეულ 2009 წელს მიიღო, მაგრამ დღემდე კერძო ინვესტორის მიერ უძვირეს სამშენებლო პროექტად მიიჩნევა აშშ-ს ისტორიაში. აქ განთავსებულია ხუთი უნიკალური წყლისა და ყინულის ობიექტი, რომელთა დიზაინიც შეიმუშავა ყველაზე ცნობილი სამორინის "ბელაჯიოს" შადრევნის შემქმნელმა კომპანიამ. უზარმაზარი ფართობისა და მასზე განთავსებული შენობების მიუხედავად, სამორინე სულ რაღაც 5 წელიწადში აშენდა.

წყარო: http://ubiznes.ru