onlain sesxebi - ყველა

8 საინტერესო ფაქტი ფულზე

8 საინტერესო ფაქტი ფულზე


ბანკი Monte dei Paschi di Siena არსებულ მომენტში მსოფლიოში უძველეს ბანკად ითვლება. იგი 1472 წელს დაარსდა იტალიაში, სიენაში.

მონეტებისა და ბანკნოტების საერთო საფასური, რომელიც აშშ-ში ბრუნვაში ამჟამად იმყოფება, 829 მილიარდ დოლარს შეადგენს.

მართა ვაშინგტონი - ეს ერთადერთი ქალია, რომლის პორტრეტიც აშშ-ს ვალუტაზე იყო გამოსახული.

ასდოლარიანი კუპიურა საშუალოდ 89 თვე "ცოცხლობს".

ქაღალდი, რომლითაც ბანკნოტებს ამზადებენ, 75%-ით ბამბისგან და 25%-ით სელისგან შედგება. ყოველი კუპიურა ვალდებულია 4000 ორმაგ გადაკეცვას გაუძლოს.

კალვინ კულიჯი - ეს პირველი პრეზიდენტია, რომლის გამოსახულება მონეტაზე ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში გაჩნდა.

ფულის უძველეს ფორმად შეგვიძლია მივიჩნიოთ რქიანი საქონელი. იგი მეოცე საუკუნის შუა წლებამდეც კი გამოიყენებოდა აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში.

1865 წელს აშშ-ში დაარსდა სპეციალურ სამსახური, რომელსაც ფულისგამყალბებლებთან უნდა ებრძოლა. არსებობს ანგარიშები, რომელთა მიხედვითაც იმ მომენტში აშშ-ში არსებული მონეტებისა და ბანკნოტების 30% ყალბი იყო.

წყარო: prodengi.kz