onlain sesxebi - ყველა

საინტერესო ფაქტები ინვესტიციაზე

საინტერესო ფაქტები ინვესტიციაზე

ინვესტორი
თანამედროვე მსოფლიოში ინვესტორს უწოდებენ ადამიანს, რომელიც პროექტში დებს მატერიალურ აქტივს, რათა მომავალში მიიღოს დიდი შემოსავალი, ან მუდმივად დაერიცხოს პროცენტები. მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ სიტყვა ინვესტიცია მოდის ლათინურიდან (Investire) - "მინიჭება, უფლებებში ჩადგომა". ადრეულ შუა საუკუნეებში მსხვილ ფეოდალთა ვასლები იღებდნენ სამართავად მცირე მიწებს და იქიდან მუდმივ შემოსავალს იღებდნენ. სწორედ ეს გახდა თანამედროვე გაგების პროტოტიპი.

ტიტომანია
თავის დროზე ნამდვილი ბუმი გამოიწვია ტიტების ციებ-ცხელებამ ჰოლანდიაში. რამდენიმე წელიწადში ყვავილის ფასი ათასჯერ გაიზარდა. მთელი ქვეყანა მხოლოდ და მხოლოდ ტიტებით ვაჭრობდა. მხოლოდ ერთ იშვიათ ყვავილში იხდიდნენ თანხას, რომელიც დღეს 2 მილიონ დოლარს გაუტოლდებოდა. მასობრივმა ინვესტიციებმა ტიტებში ქვეყნის ეკონომიკა დაანგრია, რადგან დანარჩენი საქმიანობები აღარ იყო ისეთი მომგებიანი.

ოქროს ინვესტიციები
ოქრო ძვირფასეულობის მუდმივ საზომად მიიჩნევა. ათასწლეულების განმავლობაში სწორედ ეს ძვირფასი მეტალი იყო ინვესტიციების მთავარი ობიექტი. ოქროს მონეტები, ზოდები, ნაკეთობები - ყველაფერი ეს მუდამ ფასობდა მიუხედავად ეპოქის, ქვეყნისა და ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად. ოქროს ფასი განსაკუთრებით იზრდებოდა ომების, კრიზისისა და სტიქიური უბედურებების დროს.

თუ ბანკში 1 გრამ ოქროს 4%-ად ჩავდებთ იმ პირობით, რომ პროცენტები ასევე ოქროში დაირიცხება და მუდამ შემოსავლის რეინვესტირება მოხდება, 2 000 წლის შემდეგ მივიღებთ ოქროს ზოდს, რომელიც დედამიწაზე დიდი იქნება.

უსახლკარო მილიონერი
მიიჩნევა, რომ ინვესტიცია მდიდარი და ფინანსურად უზრუნველყოფილი ხალხის საქმეა. ამ აზრს უარყოფს შვედი უსახლკარო კურტ დეგერმანის მაგალითი. ის 30 წელი აგროვებდა თუნუქის ქილებსა და ბოთლებს, გამომუშავებული ფულის ნაწილს კი შვედურ კომპანიებში დებდა. სიკვდილის შემდეგ მისი ქონება $1,4 მილიონად შეაფასეს. ამავდროულად კი არც ერთმა ნათესავმა იცოდა, რომ ეს უსახლკარო ადამიანი ასეთ სიმდიდრეს ფლობდა. კურტი მუდამ აგრძელებდა თავის მოხეტიალე ცხოვრებას და ერთ მონეტასაც არ ხარჯავდა თავისი კაპიტალიდან.

მოდური არ ნიშნავს მომგებიანს
ყველაზე დიდი შემოსავალი მოაქვს ინვესტიციას ჩვეულებრივ კომპანიებში, რომლებიც აწარმოებენ პროდუქტებს, ყოველდღიური მოხმარების საქონელს, ტანსაცმელს. და პირიქით, დიდი, წარმატებული, მაღალტექნოლოგიური კომპანიები, რომლებსაც ყველაფერი აწყობილი აქვთ, მხოლოდ იმედგაცრუებას მოიტანენ.

წყარო: vse-dengy.ru